სიახლეები

სამტრედიამ ნახევარფინალს მეორედ უწია

გაუზიარე

9 მარტი. ქუთაისი. „ცენტრალური“. 2000 მაყურებელი

ტორპედო - სამტრედია0:0

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, საბანაძე, ქებაძე (კვერნაძე79), კლიმიაშვილი (ზივზივაძე71), კირკიტაძე, ქიმაძე, კანკავა, ზ.ჭელიძე, ბ.ტუღუში

სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, გოგუაძე, მახვილაძე,მამასახლისი, ბაბუნაშვილი

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

სამტრედია: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, ბოლქვაძე, დოლიძე (ა.გურული82), დათუნაიშვილი, გეწაძე, რამოსი (იაშვილი71), გორგიაშვილი (შარიქაძე77)

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თევზაძე, გრიგალაშვილი, კაპანაძე

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: ტუღუში (27), მირცხულავა (56), ხიზანიშვილი (75) , ბოლქვაძე (88), ბეჭვაია (90+3)

მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო

მოგეხსენებათ,  18 თებერვალს ამ იმერული კლუბების  სათასო მეოთხედფინალის პირველი, სამტრედიული მატჩი მასპინძელთა 2:1 გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისელებმა მაშინ ვერ შეინარჩუნეს პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა და შესვენების შემდეგ მეტოქეს სამ წუთში  ორჯერ გაატანინეს. მაშინ სტუმრებმა ხელიდან გაუშვეს გამარჯვება და, კაცმა რომ თქვას, ეს ამბავი დიდად არავის გაკვირვებია -ტორპედოსთვის ხომ  მოგებაკარგა ხანია,საოცნებოსაგანია, გუნდმა ბოლოს ოფიციალური მატჩი გასული წლის 17 ნოემბერს სამტრედიაში „მერანთან“მოიგო და ისიც თასის მერვედფინალში, რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, აქ  ტორპედოელთა მოუგებელმა სერიამ, შეიძლება ითქვას, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა , მათ 21 სექტემბერის შემდეგ ვერ უჯობნიათ მეტოქისთვის. ბოლო გუნდი კი, ვისაც მათ ჩემპიონატში სძლიეს, სწორედ სამტრედია იყო...

საპასუხო სათასო შეხვედრაში „ტორპედო“ სარევანშოდ და ნავსის გასატეხად იყო განწყობილი, თუმც ვერც ამჯერად იხეირა, ფრეს დასჯერდა და ნახევარფინალის საგზური მეტოქეს დაუთმო. სამტრედიამ თავის ისტორიაში მეორედ უწია ნახევარფინალს. 1995-1996 წლების გათამაშებისაიმერულ კლუბს  მეტოქედ დინამო ერგო. თუ ვინ იქნება მათი მოწინააღმდეგე ამჯერად, ამას ხვალინდელი კენჭისყრა გაარკვევს.

საწყისი 20 წუთი თამაში არცთუ მაღალ ტემპში, თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მერე და მერე კი მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. პირველი სახიფათო მომენტი 23-ე წუთზე შეიქმნა. კირკიტაძის მიერ წამოწყებული შეტევა მარჯვენა ფლანგიდან კლიმიაშვილმა გააგრძელა და კარგი გადაცემაც გააკეთა საბანაძის მისამართით, რომელმაც საჯარიმოს გარედან დააპირა გატანა, მაგრამ კარს  მცირედით ააცილა. იმავე წუთს ტორპედოელთა მძლავრ იერიშს ტუღუში აგვირგვინებდა, თუმცა მისი დარტყმულისგან სამტრედიელები თევდორაძემ იხსნა. 5 წუთში არბიტრმა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს  დააჯარიმა მასპინძლები. ბოლქვაძემ სტანდარტულიდან მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოჭრილად დაარტყა, მაგრამ ბურთმა ძელს ჩაუქროლა. 44-ე წუთზე მასპინძლებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, კლიმიაშვილისგან მიღებული ბურთი კირკიტაძემ დიაგონალურად ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში, საბანაძემაც მცველს აჯობა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან, მაღალ ნახტომში ახლოდან თავური დაჰკრა კარისკენ, მაგრამ თევდორაძე უნაკლოდ გაისარჯა - ნახტომში მოასწრო ბურთის კუთხურზე გადაგდება.

მასპინძლებმა მეორე ტაიმშიც მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ტორპედო იღბალმა აშკარად გასწირა. 53-ე წუთზე ტუღუშმაშორიდან,ანაზდეულად დაარტყა და მეკარემ ძლივს უკუაგდო ბურთი. ამის შემდეგ სტუმრებსაც ჰქონდათ გატანის შანსი, მაგრამ დოლიძემ ძალზე ხელსაყრელი მდგომარეობიდან ააცილა. დარჩენილ დროში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლეს. ტორპედოელთა მიერ მეტოქის კართან შექმნილი რამდენიმე საგოლე ეპიზოდიდან ყველაზე რეალური 73-ე წუთზე ვიხილეთ. ჭელიძემ დაახლოებით 60-მეტრიანი რეიდი განახორციელა და ბურთი კირკიტაძეს გადააწოდა, მანსამტრედიელთა კარის გასწვრივ გაჭრა, თევდორაძემ ოდნავ დააგვიანა ბურთზე და შეცვლაზე 2 წუთის შესულ ზივზივაძეს მართებდა გატანა, მაგრამ ფორვარდმა 2 მეტრიდან ხარიხას გაარტყა...

სამწუხაროდ, მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ბოლოსკენ ერთმანეთზე სტუმარი გუნდის ექიმმა  ზურაბ ხარხელაურმა და გიორგი დარასელიას ასისტენტმა გია მეგრელაძემ გაიწიეს.   გასაკვირი არ იყო, რომ მსაჯებმა ორივეს მონაწილის ბარათი თან გაიყოლიეს.

და ერთიც, მატჩს ეროვნული ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე ადევნებდა თვალს.


იუზა კაციტაძე ქუთაისიდან

ავტორის ფოტო