სიახლეები

ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

გაუზიარე
„დინამო“ თბილისი - „დილა“ გორი 1-0

გოლი: 22’ ოთარ კაკაბაძე („დინამო“)

გაფრთხილება: 28’ ლაშა თოთაძე, 58’ მანუელ ონვუ (ორივე „დინამო“), 75’ ალან ბაგაევი, 90’ დავით ხურცილავა (ორივე „დილა“)

გაძევება: 90’ გუგა ფალავანდიშვილი („დილა“)

მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და საბოლოო ჯამში გამარჯვება „დინამომ“ მოიპოვა. თბილისელებმა სტუმრები მინიმალური ანგარიშით, 1-0, დაამარცხეს, ეს ანგარიში კი, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აბსოლიტურად საკმარისი აღმოჩნდა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, საწყის წუთებშივე ინიციატივას ძირითადად დინამოელები ფლობდნენ, მაგრამ 22-ე წუთზე ოთარ კაკაბაძის მიერ გატანილი გოლის შემდეგ, მასპინძლებმა უკან დაიხიეს და ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმდებდნენ. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელებმა გოლის ეპიზოდში საკმაოდ გააზრებული კომბინაცია გაითამაშეს. გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობას გორელები დაეუფლნენ, მაგრამ „დინამოს“ დაცვა საკმაოდ კარგად მოქმედებდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფლანგის მცველების, ოთარ კაკაბაძისა და ლაშა თოთაძის კარგი თამაში. რომლებიც დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ და საჭიროების შემთხვევაში შეტევაშიც ხეირიანად ერთვებოდნენ. საბოლოო ჯამში, დარჩენილ დროში ქართლელებმა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხეს და როგორც უკვე მოაგხსენეთ, ნახევარფინალში დინამოელები იასპარაზებენ. ისე კი, მატჩის მიწურულს გორელიშვილს ნამდვილად კარგი მომენტი შეექმნა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა. 


„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ცხინვალი“ ცხინვალი 1-4

გოლი: 23’, 55’ რატი ცაწკრიალაშვილი, 50’ ბიძინა მახარობლიძე, 70’ ირაკლი ლექვთაძე (სამივე „ცხინვალი“), 83’ ირაკლი ღიბრაძე („ვიტ-ჯორჯია“)

გაფრთხილება: 25’ გოგა დანელია („ვიტ-ჯორჯია“), 35’ დავით მაისაშვილი („ცხინვალი“)

ამ გუნდების პირველი შეხვედრის მსაგავსად, დღევანდელი მატჩიც უხვგოლიანი გამოდგა. ცხინვალელებმა ზედიზედ მეორედ დაამარცხეს „ვიტ-ჯორჯია“ და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს. ანგარიში 23-ე წუთზე რატი ცაწკრიალაშვილმა გახსნა. ეს ანაგრიში სტუმრებს ხელს არ აძლევდათ და ამიტომ ისინი აქტიურად უტევდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში უპირატესობის გაზრდა ვერაფრით მოახერხეს. მეორე ტაიმის სტარტზე კი, 50-ე წუთზე თავი ბიძინა მახარობლიძემ გამოიჩინა და საკუთარი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. მეორე ნახევრის საწყის წუთებში გატანილმა გოლმა ცხინვალელებს კიდევ უფრო გაუზარდა მოტივაცია და 55-ე წუთზე რატი ცაწკრიალაშვილმა დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთი თამაში შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ 70-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ სხვაობა ოთხამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში ბოლო ათწუთეულში დაფიქსირდა, 83-ე წუტზე ვიტელთა რიგებიდან თავი ირაკლი ღიბრაძემ გამოიჩინა.



„ჩიხურა“ საჩხერე - „მეტალურგი“ რუსთავი 3-0

გოლი: 6’ თორნიკე მუმლაძე, 44’ ევგენი ტროიანოვსკი, 59’ დენის დობროვოლსკი (სამივე „ჩიხურა“)

გაფრთხილება: 76’ ბესიკ დეკანოიძე („ჩიხურა“)

რუსთავის „მეტალურგში“ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დაფიქსირებული ანგარიში მოულოდნელი ნამდვილად არაა, საჩხერლებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს და თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ. პირველი გოლი მე-6 წუთზე გავიდა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლი თორნიკე მუმლაძემ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა უკრაინელმა ლეგიონერმა ევგენი ტროიანოვსკიმ გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი, მეორე ტაიმში დაფიქსირდა, 59-ე წუთზე გოლი დენის დობროვოლსკის ანგარიშზეა. 



„ტორპედო“ ქუთაისი - „სამტრედია“ სამტრედია 0-0 

გაფრთხილება: 27’ ბექა ტუღუში, 57’ ბაქარ მირცხულავა („ტორპედო“), 73’ ზურაბ ხიზანიშვილი, 90’ გიგა ბეჭვაია („სამტრედია“)

ნულოვანი ფრით დასრულდა ქუთაისში გამართული იმერული დერბი, ეს ანგარიში ხელს სტუმარებს აძლევდათ და შემდეგ ეტაპზე სწორედ ისინი ითამაშებენ. მიუხედავად უგოლო ფრისა, შეხვედრა მაინც საინტერესო გამოდგა და რეალური სახიფათო მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა. 



აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დინამო“ თბილისი - „დილა“ გორი 
„ჩიხურა“ საჩხერე - „მეტალურგი“ რუსთავი 

ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fcspartaki.ge, www.facebook.com/FCChikhura