სიახლეები

XVIII ტურის სიმბოლური ნაკრები

გაუზიარე

--------------------------------------მანუელი (2)------------------------------------------
---------------------------------------(დინამო)----------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
გეწაძე (2)----------------------კიტეიშვილი (2)---------------------მეტრეველი
(სამტრედია)--------------------(დინამო)----------------------------------(შუქურა)
----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------გოგონაია---------------------------შონია---------------------------
---------------------(კოლხეთი)------------------------(ბათუმი)-------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
თოთაძე (2)----------გ. გურული----------------თევზაძე-------ხიზანიშვილი
(დინამო)--------------(შუქურა)-----------------(კოლხეთი)-------(სამტრედია)
-----------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------ალავიძე (3)-----------------------------------------
--------------------------------------------(ბათუმი)--------------------------------------------

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტურის მიმოხილვა


სამტრედია-სიონი 3:1
ჩიხურა-შუქურა 0:2
გურია-მეტალურგი 1:0
ბათუმი-დილა 1:0
ტორპედო-მერანი 1:1
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0
დინამო-ზესტაფონი 3:2
ზუგდიდი-კოლხეთი 0:2

1. დინამო 18 11 2 5 31-17 35
2. დილა 18 10 4 4 25-15 34
3. ბათუმი 18 10 3 5 22-14 33
4. სამტრედია 18 9 4 5 21-13 31
5. ცხინვალი 18 9 3 6 18-22 30
6. ჩიხურა 18 7 5 6 21-21 26
7. გურია 18 6 7 5 18-25 25
8. შუქურა 18 6 6 6 18-18 24
9. მეტალურგი 18 6 5 7 19-19 23
10. მერანი 18 5 7 6 14-15 22
11. კოლხეთი 18 5 6 7 15-19 21
12. ზესტაფონი 18 4 8 6 33-28 20
13. ტორპედო 18 3 9 6 19-21 18
14. ზუგდიდი 18 4 6 8 10-19 18
15. სიონი 18 4 5 9 15-25 17
16. ვიტ ჯორჯია 18 3 4 11 16-24 13 

ბომბარდირები
დვალი (ზესტაფონი) 10
მოდებაძე (დილა) 8
კვერნაძე (ტორპედო) 7
პაპუნაშვილი (დინამო)       7
საბანაძე (ტორპედო) 7
დ. სიჭინავა (სიონი) 6
მუმლაძე (ჩიხურა) 6
ცნობილაძე (სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
შალამბერიძე (გურია) 5
ილურიძე (ზესტაფონი) 5

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
შალამბერიძე (გურია) 4
პაპუნაშვილი (დინამო) 3
ჩელებაძე (შუქურა) 3
პარუნაშვილი (დინამო) 3
შ. ჯიქია (კოლხეთი) 3
ფიფია (ტორპედო) 3
ს. ლობჟანიძე (დინამო) 3
ზ. ლობჟანიძე (სიონი) 3
მუჯირი (ბათუმი) 3
თათხაშვილი (ვიტ ჯორჯ) 3
დოლიძე (სამტრედია) 3

გოლი+პასი
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
პაპუნაშვილი (დინამო) 10 (7+3)
მოდებაძე (დილა) 10 (8+2)
შალამბერიძე (გურია) 9 (5+4)
მუმლაძე (ჩიხურა) 8 (6+2)
დ. სიჭინავა (სიონი) 8 (6+2)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
კვერნაძე (ტორპედო) 7 (7+0)
ჩელებაძე (შუქურა) 6 (3+3)
შ. ლომია (ზუგდიდი) 6 (5+1)
ბერიაშვილი (ბათუმი) 6 (4+2)
კვეკვესკირი (დილა) 6 (4+2)
ცნობილაძე (სიონი) 6 (6+0)
გეწაძე (სამტრედია) 6 (1+5)
ზ. ლობჟანიძე (სიონი) 5 (2+3)
მუჯირი (ბათუმი) 5 (2+3)
ჩისკო (დინამო) 5 (4+1)
შ. ჯიქია (კოლხეთი) 5 (2+3)
ჯოხაძე (მეტალურგი) 5 (1+4)
გორგიაშვილი (სამტრედია) 5 (3+2)
ილურიძე (ზესტაფონი) 5 (5+0)
დოლიძე (სამტრედია) 5 (2+3)
შონია (ბათუმი) 5 (4+1)
ტეტუნაშვილი (ბათუმი) 5 (3+2)
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 5 (3+2)

`ჩვენი თამაშის~ ტურის სიმბოლურში
დვალი (ზესტაფონი) 5
პაპუნაშვილი (დინამო) 4
ჩისკო (დინამო) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ვ. კილასონია (სპარტაკი) 3
დოლიძე (სამტრედია) 3
ტაბატაძე (დინამო) 3
მამალაძე (მერანი) 3
ძარია (დილა) 3
მუჯირი (ბათუმი) 3
კვირკველია (სამტრედია) 3
დ. სიჭინავა (სიონი) 3
შალამბერიძე (გურია) 3
ცინცაძე (დინამო) 3
კვეკვესკირი (დილა) 3
ალავიძე (ბათუმი) 3

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო) 2
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 1
ჯიღაური (დინამო) 1
ძარია (დილა) 1
ჯოხაძე (მეტალურგი) 1
თებიძე (გურია) 1
ვ. კილასონია (სპარტაკი) 1
მოდებაძე (დილა) 1
ლექვთაძე (სპარტაკი) 1
საბანაძე (ტორპედო) 1
გოგიტიძე (ბათუმი) 1
მუჯირი (ბათუმი) 1
შალამბერიძე (გურია) 1
დ. სიჭინავა (სიონი) 1
რენე ფერეირა (დინამო) 1
ა. გურეშიძე (სიონი) 1
გეწაძე (სამტრედია) 1

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (სპარტაკი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2
შ. ლომია (ზუგდიდი) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
ვ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 1
გოგობერიშვილი (სიონი) 1
ო. ხიზანეიშვილი (ზესტაფ) 1
ძარია (დილა) 1
მოდებაძე (დილა) 1
გოგონაია (კოლხეთი) 1
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
მუჯირი (ბათუმი) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ცხადაია (სიონი) 1
შ. ლომია (ზუგდიდი) 1

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 1
სირაძე (სიონი) 1
ძარია (დილა) 1
ჩიმაკაძე (მერანი) 1
ს. ლომია (მერანი) 1
ციცხვაია (მერანი) 1
ვ. კილასონია (სპარტაკი) 1
მოდებაძე (დილა) 1
კვერნაძე (ტორპედო) 1
ლექვთაძე (სპარტაკი) 1
საბაძე (ვიტ ჯორჯია) 1
მამასახლისი (ტორპედო) 1
დ. გელაშვილი (მეტალ.) 1
ი. კერძევაძე (სამტრედია) 1
დ. სიჭინავა (სიონი) 1
კურდღელაშვილი (ვიტ) 1
მანუელი (დინამო) 1

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ლექვთაძე (სპარტაკი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 23
0:0 20
0:1 16
2:1 15
2:0 13
2:2 12

მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
ალავიძე (ბათუმი) 386
ჯიოევი (შუქურა) 204
ნადირაძე (სპარტაკი) 193
გოგუაძე (გურია)         188
მამინაშვილი (ბათუმი) 147
კაკალაძე (შუქურა) 115
მუჯრიშვილი (სამტრედია) 112
სეფიაშვილი (კოლხეთი) 110

სეზონის საუკეთესო სერია
მამალაძე (მერანი) 502

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 18
გ. ვადაჭკორია 16
დ. ხარიტონაშვილი 15
გ. ყრუაშვილი 12
ჯ. ხორავა         10
ა. ნონიკაშვილი 9
ბ. ნინუა 9
ლ. კვარაცხელია         7
ი. კვირიკაშვილი 7
გ. კიკაჩეიშვილი 7
თ. გვანცელაძე 6
ხ. გაგნიძე 4
დ. სანოძე 4
ა. ბასლეჰლო 4
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი         2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
გ. დოგრაშვილი 2
გ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1
შ. ქუხილავა 1


დაბრუნება, რომელმაც ყველაფერი დაჩრდილა

რას წარმოვიდგენდით, რომ ტურის მიმოხილვას ლიდერის შეცვლის თემით კი არა, ალექსანდრე იაშვილის დიდ ფეხბურთში დაბრუნების ამბით დავიწყებდით. ვიცოდით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი სამტრედიას შემადგენლობაში ვარჯიშობდა, მაგრამ მის მოედანზე დაბრუნებაზე არაფერი თქმულა.
დაბრუნება კი გასულ უქმეებზე შედგა, როცა იაშვილი სამტრედია-სიონის მატჩის 79-ე წუთზე მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით გავიდა მოედანზე. 37 წლის იაშვილის დაბრუნება, ვინძლო, ხანგრძლივი არ გამოდგეს და მან ბუცები ლურსმანზე სეზონის დასრულებისთანავე ჩამოჰკიდოს, მაგრამ მისი მოედანზე გამოჩენა ჩვენი უმაღლესი ლიგის ისტორიაში მაინც ღირსშესანიშნავ ამბად დარჩება. 
იაშვილი ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის მაგალითი უნდა იყოს. პროფესიონალიზმისა იმიტომ, რომ 37 წლის ასაკშიც კი ინარჩუნებს ფიზიკურ ფორმასდა აგერ უკვე 20 წელზე მეტია, რაც ბურთს უმაღლეს დონეზე აგორებს, პატრიოტიზმისა კი იმიტომ, რომ, გარდა იმისა, რომ თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ეროვნულ ნაკრებს, სათამაშოდ დაბრუნდა იმ ჩემპიონატში, საიდანაც ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი. საქართველოში თამაში მათაც კი ეთაკილებათ, ვისაც კარიერაში ჯერ არაფრისთვის მიუღწევია, ბუნდესლიგაში წლების განმავლობაში ნათამაშებ იაშკას კი ფეხბურთი კვლავაც სწყურია, უნდა, ქართულ ფეხბურთს თავისი გარჯა კვლავ წააშველოს და მზადაა, სამტრედიის, გორის, მარტვილისა თუ ზუგდიდის სტადიონებზე ირბინოს.
მერე რა, რომ წლებს თავისი მიაქვს და იაშვილი აღარ არის ძველი იაშვილი, ხალხი სტადიონზე სწორედაც მის სანახავად უნდა მივიდეს, იაშკას კარგად უნდა დააკვირდნენ მისი ახალგაზრდა თანაგუნდელები და მეტოქეებიც. ბიჭებო, თქვენ გაქვთ პატივი, რომ მოედანზე ასეთ ფეხბურთელთან და, რაც მთავარია, პიროვნებასთან ერთად იყოთ!
ლიდერის ამბავი ქობულეთში უნდა გადაწყვეტილიყო და გადაწყდა დილასთვის უსიამოვნო ფორმით. წლეულს უდანაკარგოდ მოთამაშე ბათუმელებმა გორელებიც დაჯაბნეს, თავად მესამე პოზიციაზე გამყარდნენ, დინამო თბილისს კი ლიდერობის დაბრუნების საშუალება მისცეს.
ბათუმელებმა გორელებს სეზონში ორივე თამაში მოუგეს და ორივე 1:0. ასევე ორჯერ სძლია დინამო თბილისმა ზესტაფონს და ორივეჯერ – 3:2. დინამო-ზესტაფონი ტურის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება გამოდგა და, შესაბამისად, `დინამო არენაზე~ მისულ ქომაგს მოსაწყენად არ ეცალა. ზესტაფონისგან ბევრი არ ელოდა, რომ მასპინძლებს ასეთ მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ სტუმრებმა მატჩს ინტრიგა ბოლომდე შეუნარჩუნეს. საბოლოოდ, მაინც ფავორიტმა გაიმარჯვა და ლიდერობაც დაიბრუნა. 
დამაჯერებლად მოიგო სამტრედიამ და ამის წყალობით საჩემპიონო შანსიც შეინარჩუნა. იაშვილის დაბრუნების გარდა, შეხვედრა იმითაც იყო გამოსარჩევი, რომ მასპინძლებმა შეტევაში რიგიანად ითამაშეს და ადგილობრივი პუბლიკა სანახაობით ასიამოვნეს. მატჩისა და ტურის გმირის შესახებ კი ბოლოს წაიკითხავთ.
ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ქობულეთის შუქურამ და სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში აინაცვლა. გუნდის ახალი თავკაცის, გელა სანაიას ხელმძღვანელობით ზღვისპირელებმა აშკარად გააუმჯობესეს შედეგიანობა და თუ ასე გააგრძელეს, შესაძლოა, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლას არ დასჯერდნენ. 
მნიშვნელოვანი სამ-სამი ქულა შესძინეს საკუთარ აქტივს გურიამ და ცხინვალმა. რაც შეეხება მათ მიერ ძლეულებს, მეტალურგს საპირველწრეო მონაგარი აძლევს იმის საშუალებას, რომ ჯერჯერობით გასავარდნ ზონამდე არ დაეშვას, სამაგიეროდ, ვიტ ჯორჯია ყალიბდება გამოკვეთილ ბოლოადგილოსნად.
ტური მეგრული დერბით დასრულდა, სადაც თითქოს გამარჯვების მეტი შანსი მასპინძელ ზუგდიდელებს უნდა ჰქონოდათ, მაგრამ სამი ქულა კოლხეთმა ირგუნა და 2015 წლის პირველი ოფიციალური გამარჯვების წყალობით სახიფათო ზონა სამი ქულის დისტანციაზე მოიტოვა. ზუგდიდელთათვის მარცხი, ბუნებრივია, მწარეა, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ პირველი წრე ბესიკ შეროზიას გუნდმა ბოლო საფეხურზე დაასრულა, ზუგდიდის დღევანდელი მდგომარეობა იქაურ ქომაგებს აშკარად აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.

ტურის ფეხბურთელი
რევაზ გეწაძე (სამტრედია)
როცა ფეხბურთელს გოლიც გააქვს და ზედ ორ საგოლე გადაცემასაც დაამატებს, ძნელია, ტურის საუკეთესო მოთამაშის სტატუსის მოპოვებაში მას ვინმემ კონკურენცია გაუწიოს. სწორედ ეს მონაგარი შესძინა საკუთარ და გუნდის აქტივს სამტრედიას მარცხენაფლანგელმა შემტევმა და `ჩვენი თამაშის~ რჩეულიც, სრულიად დამსახურებულად, რევაზ გეწაძეა.

ლევან ჯანეზაშვილი