სიახლეები

ჰოლანდიაში დუისბურგის გავლით

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს 12-17 მარტს ჰოლანდიაში ელიტრაუნდის მატჩები ელის. ჩვენი ჭაბუკების მეტოქეები ჰოლანდიის, ბელგიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდები იქნებიან.ჯგუფიაურთულესია, მაგრამ პირველად ხდება, რომ ელიტრაუნდიდან ფინალურ ეტაპზე ორი გუნდი გადის. მზადების დასკვნით ეტაპს ჩვენები გერმანიაში გადიან, სადაც დუისბურგში 2 მარტს ჩავიდნენ. მე და ნაკრების მენეჯერს დავით დათუნაშვილს უეფას საფეხბურთო მენეჯმენტში გამოცდა გვქონდა და ამ საპატიო მიზეზის გამო ჩამოსვლა დაგვიგვიანდა, თუმცა გამოცდის მეორე დღესვე ავიღეთ გეზი გერმანიისკენ და ნაკრებს შევუერთდით.

ჩვენი დელეგაცია ქალაქგარეთ უმაღლესი დონის სპორტულ კომპლექსშია დაბინავებული. ფეხბურთელებს აქ ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ სრულფასოვნადმოემზადონ და მხოლოდ მომავალ მატჩებზე იფიქრონ. ჯერჯერობით ამინდშიც გვიმართლებს, საკმაოდ თბილი, მზიანი დარია. ამ სპორტულ კომპლექსში ხშირად გადიან შეკრებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გუნდები, მაგალითად, ჩვენთან ერთადაა ჰოლანდიის 17-წლამდე ქალთა ნაკრები. აქ ექვსი ბუნებრივი და ერთიც ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სარბენი ბილიკები და ქვიშიანი მოედანია, მოკლედ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, თავიდან ორჯერადი ვარჯიშები იყო, გუშინ კი გოჩა ტყებუჩავამ ბიჭებს ჯერ კალათბურთი ათამაშა, მერე სრულად დატვირთა, საღამო კი თეორიასდაეთმო. გუნდში ხალისიანი და საქმიანი განწყობაა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, მხოლოდ ნაკრების კაპიტანი ნიკა ყურშავიშვილი ვარჯიშობს ინდივიდუალურ რეჟიმში - მან თბილისში, სლოვაკებთან ამხანაგურ შეხვედრაში იტკინა ფეხი, თუმცა, ნაკრების ექიმის,დავით ზაქრაძის თქმით, საშიში არაფერია და ნიკა ელიტრაუნდისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. 

დღესაც და ხვალაც მხოლოდ საღამოს ვარჯიშები იქნება, თანაც, აქაური დროით 19 საათზე, რადგან 12 მარტს ელიტრაუნდის პირველ
მატჩი ჰოლანდიის ნაკრებთან სწორედ ამ დროს იწყება.

ამ ეტაპზე ნაკრების შემადგენლობაში 20 ფეხბურთელია. ჰოლანდიაში კი 18 გაემგზავრება. გერმანიაში გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ მთავარი მწვრთნელი დაასახელებს იმ ორ ფეხბურთელს, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოში გამოემგზავრებიან. ამ ეტაპზე კი გუნდი დუისბურგში ასეთი შემადგენლობით გადის შეკრებას:

მეკარეები: გიორგიჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევანისიანი („დინამო“ თბილისი)
მცველები: ნიკაყურშავიშვილი, ლუკალოჩოშვილი, დავითკობოური (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგიბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარბულუხაძე („საბურთალო“), თორნიკეჭურაძე („ზესტაფონი“)
ნახევარმცველები: ბექანიკოლაშვილი, გიორგიკოხრეიძე, გაგაკუხიანიძე (ყველა „საბურთალო“), ვატოარველაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), აკაკიყურაშვილი („დინამო“ თბილისი), რატიარდაზიშვილი, დავითსამურკასოვი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ერეკლემალაზონია („მერანი“, მარტვილი)
თავდამსხმელები: გიორგიარაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკემუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლიბუღრიძე („დინამო“ თბილისი), გიორგიგვასალია („ვიტჯორჯია“)

11 მარტს,ნასაუზმევს, ავტობუსით გავემგზავრებით ჰოლანდიაში, კერძოდ, ქალაქ უდენში. დაბინავების შემდეგ ადგილობრივი დროით 18:30 საათზე ოფიციალური წინასამატჩო ვარჯიში გვექნება. მეორე დღეს, 12-ში კი დაიწყება ელიტრაუნდის მატჩები და სასტარტო შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დავუპირისპირდებით. ეს მატჩი ადგილობრივი დროით 19 საათზე (თბილისის დროით - 22 საათზე) დაიწყება. 14-ში ბელგიას, ხოლო 17-ში ჩრდილოეთ ირლანდიას ვეთამაშებით.

ეკა ელოშვილი
საქართველოს U 17 ნაკრების მედიაოფიცერი