სიახლეები

ნახევარფინალისტების მოლოდინში

გაუზიარე

ხვალ, 9 მარტს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ¼ ფინალური ეტაპის განემორებით შეხვედრები გაიმართება. პირველი მატჩების შედეგებიდან გამომდინარე ინტრიგა თითოეულმა მათგანმა შეინარჩუნა და წინ დაძაბული ბრძოლები გველის. ყველაზე გამორჩეული მატჩი თბილისში შედგება, სადაც ერთმანეთს „დინამო“ და „დილა“ დაუპირისპირდებიან. გუნდების პირველი თამაში, გორში ფრედ 0-0 დასრულდა. საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ თბილისელები და გორელები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვისაც ექიშპებიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. მოკლედ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელოთ ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ თამაშმა გულშემატკვიართა მოლოდინი გაამართლოს და „დინამო არენაზე“ კიდევ ერთი ლამაზი შეხვედრა ვიხილოთ. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩი ქუთაისში გაიმართება, ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და სამტრედიის „სამტრედია“ გაეჯიბრებიან. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა სამტრედიელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა, მაგრამ ქუთათურებმა სტუმრად გოლის გატანა მოახერხეს და ეს ფაქტო საშინაო თამაშის წინ გარკვეულ უპირატესობას მათ ანიჭებს. დისკვალიფიკაციის გამო რიონისპირელები კაპიტან, თენგიზ ჩიკვილაძეს, მოისაკლისებენ, რაც გუნდისთვის ნამდვილად დიდი დანაკლისია. პირველი თამაშის ანგარიშიდან გამომდინარე ჩვენი აზრით, ამჯერადაც საინტერესო უნდა გამოდგეს „მცხეთა პარკზე“ გასამართი „ვიტ-ჯორჯია“ – „ცხინვალი“. ეს გუნდები ერთმანეთს 4 დღის წინათაც დაუპირისპირდნენ ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში და ამჯერად ცხინვალელებმა იმარჯვეს მინიმალური ანგარიშით, 1-0. რაც შეეხება „ჩიხურა“ – „მეტალურგს“, პირველმა მატჩმა გულშემატკივრების მოლოდინი აშკარად არ გაამართლა და იმედი გაქვს, რომ ივანწმინდაში გასამართი შეხვედრა საინტერესო გამოდგება. 


„ჩიხურა“ საჩხერე - „მეტალურგი“ რუსთავი 

9 მარტი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 14:30


„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ცხინვალი“ ცხინვალი

9 მარტი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 14:30

დისკვალიფიკაცია: ვალიკო გახარია ("ვიტ-ჯორჯია")


„ტორპედო“ ქუთაისი - „სამტრედია“ სამტრედია

9 მარტი, ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

დისკვალიფიკაცია: თენგიზ ჩიკვილაძე ("ტორპედო")


„დინამო“ თბილისი - „დილა“ გორი 

9 მარტი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

დისკვალიფიკაცია: ლაშა პარუნაშვილი ("დინამო")


სფფ-ს პრესსამსახური