სიახლეები

დინამო კვლავ გალიდერდა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
„დინამო“ ბათუმი - „დილა“ გორი 1-0

გოლი: 63’ თეიმურაზ შონია („დინამო“)

გაფრთხილება: 13’ გიორგი სეთურიძე, 47’ ლუკა რაზმაძე (ორივე „დილა“), 73’ მიხეილ ალავიძე, 74’ დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე „დინამო“)

ზედიზედ მესამე და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო ბათუმის „დინამომ“. მე-18 ტურის შეხვედრაში ბათუმლებმა უშუალო კონკურენტ გორის „დილას“ უმასპინძლეს „ჩელე არენაზე“ და  მინიმალური ანგარიშით, 1-0, დაამარცხეს მეტოქე. მატჩის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა, დინამოელთა კომბინაცია თეიმურაზ შონიამ დაასრულა უზუსტესი დარტყმით. ამ მარცხით „დილამ“ გასულ ტურში მოპოვებული ლიდერობა დაკარგა და ის კვლავ თბილისის „დინამოს“ დაუთმო. ბათუმელები კი, კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ლიდერს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.



„დინამო“ თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 3-2

გოლი: 4’ ირაკლი სიხარულიძე („ზესტაფონი“), 45’, 58’ (პენ.) მანუელ ონვუ („დინამო“), 70’ გურამ სამუშია („ზესტაფონი“), 73’ ლაშა თოთაძე („დინამო“)

გაფრთხილება: 34’ ირაკლი სიხარულიძე („ზესტაფონი“), 47’ სტეფან ბუკორაცი („დინამო“), 57’ დავით ლომაია („ზესტაფონი“), 64’ ოთარ კაკაბაძე („დინამო“), 71’ დავით კუპატაძე, 76“ მათე კვირკვია (ორივე „ზესტაფონი“), 81’ ნიკა ჭანტურია („დინამო“)

ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა „დინამო არენა“ გაიმართა. მატჩის დაწყებამდე დინამოელებმა უკვე იცოდნენ, რომ მათმა უშუალო კონკურენტმა „დილამ“ ქობულეთში ქულები დაკარგა და მათ ლიდერობის დაბრუნების კარგი შანსი მიეცათ. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა მატჩის მიმდინარეობაზე დადებითად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში თბილისელთათვის ძალიან ცუდად დაიწყო, მათ მაინც მოახერხეს მობილიზება და ტაბლოზე სასურველი შედეგიც დააფიქსირეს. ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, ირაკლი სიხარულიძემ მეკარისა და მცველების შეცდომით ისარგებლა და ასე დააწინაურა „ზესტაფონი“. გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობა თბილისელებმა იგდეს ხელთ და მათ გათანაბრება მალევე შეეძლოთ, მაგრამ ეს ტაიმის ბოლომდე ვერ მოახერხეს. 45-ე წუთზე კი, წონასწორობა მანუელ ონვუმ აღადგინა, ესპანელმა თავდამსხმელმა ოთარ კიტეიშვილის დარტყმას შეაშველა ფეხი. მეორე ნახევარიც მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და 58-ე წუთზე მათ პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, სტანდარტი ზუსტად ონვუმ შეასრულა და პირენეელმა პირველი ქართული დუბლიც გაიფორმა. მატჩი დედაქალაქელთა კარნახით მიმდინარეობდა და იმერლები ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდნენ ფონს გასვლას. საბოლოო ჯამში მათ კვლავ მეკარის შეცდომით გაიტანეს, ამჯერად ჰრდლიჩკას პასი მათე კვირკვიამ ჩაჭრა და გურამ სამუშიას გადააწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი, მომენტი გოლად აქცია. ამ გოლის შემდეგ დინამოელებმა კვლავ აქტიურად შეუტიეს და 73-ე წუთზე ლაშა თოთაძემ საჯარიმო დარტყმიდან მოახერხა „დინამოს“ დაწინაურება. თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძლედა, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე უფრო აქტიურად მარგველები უტევდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეტევისას ზესტაფონელ ფეხბურთელთან შეჯახების შედეგად თბილისელთა კაპიტანმა, ნიკა ჭანტურიამ, მუხლი დაიზიანა. ტრავმის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია და ყველაფერი დეტალური გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა. ჩვენის მხრივ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ბოლო წუთებზე სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, მაგრამ რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა და შეხვედრა 3-2 დასრულდა.



„გურია“ ლანჩხუთი - „მეტალურგი“ რუსთავი 1-0

გოლი: 18’ თორნიკე მოსიაშვილი („გურია“)

გაფრთხილება: 70’ ლევან ბერუაშვილი („მეტალურგი“), 79’ კონსტანტინე ღაღანიძე, 89’ ვაჟა მათიაშვილი, 90’ ლევან ინგოროყვა (ყველა „გურია“)

რუსთავის „მეტალურგში“ არსებული პრობლემები საბოლოოდ გუნდის თამაშზეც აისახა და რუსთაველებმა აგერ უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგეს. ამჯერად ქართლელები „გურიას“ ესტუმრნენ და მინიმალური ანგარიშით 1-0 დათმეს თამაში. ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა, შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელთა რიგებში ჩატარებულ სამ შეხვედრაში ეს ფეხბურთელის მეორე გოლია.



„ტორპედო“ ქუთაისი - „მერანი“ მარტვილი 1-1

გოლი: 32’ საბა ლომია („მერანი“), 45’ ნიკა საბანაძე („ტორპედო“)

გაფრთხილება: 24’ ვაჟა ლომაშვილი („მერანი“), 27’ ვახტანგ კვარაცხელია, 37’ ნიკა საბანაძე (ორივე „ტორპედო“), 50’ ლაშა ჯღამაია, 67’ აკაკი წყაროზია (ორივე „მერანი“)

კვლავ ვერ იგებს ქუთაისის „ტორპედო“, ამჯერად ქუთათურები შინაურ კედლებში მარტვილის „მერანს“ დაუზავდნენ. ამ ფრით იმერლებმა გასავრდნ ზონას კი, დააღწიეს თავი, მაგრამ ისინი მაინც რთულ სიტუაციაში არიან და მოგებები ძალიან სჭირდებათ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა, გოლი „მერანში“ დაბრუნებული საბა ლომიას ანგარიშზეა. მასპინძლებმა გათანაბრება ტაიმის უკანასკნელ წუთზე მოახერხეს, მათი მხრიდან თავი ნიკა საბანაძე გამოიჩინა. 



„ცხინვალი“ ცხინვალი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 1-0

გოლი: 80’ ლაშა შინდაგორიძე („ცხინვალი“)

კიდევ უფრო დამძიმდა „ვიტ-ჯორჯიას“ მდგომარეობა, თბილისელები ისევ დამარცხდნენ და უმაღლესში დარჩენის შანსები კიდევ უფრო შეიმცირეს. მე-18 ტურში ისინი „ცხინვალს“ გაეჯიბრნენ და მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა, ლაშა შინდაგორიძემ დამატებაზე გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის განმეორებით მეოთხეფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს 9 მარტს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.



„ჩიხურა“ საჩხერე - „შუქურა“ ქობულეთი 0-2

გოლი: 86’ ზვიად მეტრეველი, 90’ გიორგი კუხიანიძე (პენ.) (ორივე „შუქურა)

გაფრთხილება: 17’ კახაბერ კაკაშვილი („ჩიხურა“), 66’ დავით ხოჭოლავა, 70’ ლაშა ჩაფიძე (ორივე „შუქურა“), 85’ ლაშა ჩიკვაიძე („ჩიხურა“)

როგორც ჩანს „შუქურა“ ნელ-ნელა ფორმაში შედის, აჭარლებმა უკვე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს და სატურნირო ცხრილშიც წაიწიეს წინ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს საჩხერელთა პირველი მარცხია ივანწმინდაში. გოლები თამაშის მიწურულს გავიდა, 86-ეზე ზვიად მეტრეველმა გაიტანა ძალიან ეფექტური გოლი, 90-ეზე კი, საპენალტო დარტყმით საბოლოო ანგარიში გიორგი კუხიანიძემ დააფიქსირა.



„სამტრედია“ სამტრედია - „სიონი“ ბოლნისი 3-1 

გოლი: 40’ ზურაბ ხიზანიშვილი, 47’ რევაზ გეწაძე (ორივე „სამტრედია“), 68’ ცოტნე ქებურია („სიონი“), 90’ თორნიკე კაპანაძე („სამტრედია“)

გაფრთხილება: 20’ გიორგი ცხადაია, 39’ დავით საჯაია (ორივე „სიონი“) 

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა სამტრედიაში, სატურნირო მნიშვნელობასთან ერთად მატჩში რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ. ლიდერის დამარცხების შემდეგ ბოლნისელები სამტრედიაში კარგ განწყობაზე ჩავიდნენ, თუმცა მათ საკმაოდ დიდი დანაკლისიც ქონდათ, სამტრედიაში თამაში კი, რა სირთულეებთანაა კავშირში ყველას კარგად მოგეხსენებათ. ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა, იმერელთა რიგებში სადებიუტო გოლის გატანა ზურაბ ხიზანიშვილმა მოახერხა. მასპინძლებმა უპირატესობის გაზრდა მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხეს, 47-ე წუთზე რევაზ გეწაძემ გამოიჩინა თავი. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება 68-ე წუთზე მოახერხეს, გოლი ცოტნე ქებურიას ანგარიშზეა. ზემოთ უკვე გითხარით, რომ მატჩში რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, ერთი ის, რომ 18 წლიანი პაუზის შემდეგ ალექსანდრე იაშვილი ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდა და მეორე კი, ის რომ სამტრედიელთა სათადარიგო სკამზე უკვე გამოჩნდა ბელორუსიიდან ახლახანს დაბრუნებული ალექსანდრე გურული. ქართლელთა გოლის შემდეგ, იმერლებმა კვლავ აქტიურად შეუტის და 90-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 



„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „კოლხეთი“ ფოთი 0-2

გოლი: 63’ ომარ გოგონაია, 89’ ნიკოლოზ სიჭინავა (ორივე „კოლხეთი“)

გაფრთხილება: 69’ გიორგი პაჭკორია, 90’ ცოტნე სამუშია (ორივე „ზუგდიდი“)

ზუგდიდში გამართული მეგრული დერბი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. მეორე წრის წარმატებული სტარტის შემდეგ ზუგდიდელები „კოლხეთს“ დაუხვდნენ და 0-2 დათმეს მნიშვნელოვანი შეხვედრა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ანგარიში 63-ე წუთზე გაიხსნა, გოლი ომარ გოგონაიამ გაიტანა, საბოლოო ანაგრიში კი, 89-ე წუთზე დაფიქსირდა, თავი ნიკოლოზ სიჭინავამ გამოიჩნა. 



აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დინამო“ თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 
„დინამო“ ბათუმი - „დილა“ გორი
„გურია“ ლანჩხუთი - „მეტალურგი“ რუსთავი
„ჩიხურა“ საჩხერე - „შუქურა“ ქობულეთი
„ტორპედო“ ქუთაისი - „მერანი“ მარტვილი

ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fczestafoni.ge, www.fcspartaki.ge, www.dinamobatumi.com, www.facebook.com/FCChikhura, www.facebook.com/Fc-Sioni-Bolnisiსკ-სიონი-ბოლნისი, www.facebook.com/ საფეხბურთო-კლუბი-გურია-ლანჩხუთიfc-Guria-Lanchkhut