სიახლეები

ფოფხაძე იაგელონიას დღეს შეუერთდება

გაუზიარე

გიორგი ფოფხაძე პოლონურ იაგლონიას დღეს შეუერთდება. მან ერთი კვირის წინ გააფორმა ნახევარწლიანი კონტრაქტი, მაგრამ სამუშაო ვიზას ელოდებოდა და ამიტომ ცოტა დაუგვიანდა პოლონეთში ჩასვლა. შესაბამისად, ფოფხაძე ვერ ითამაშებს უახლოეს ტურში პოზნანის ლეხთან. 

28 წლის მარცხენა მცველი იაგელონიაში ნიკა ძალამიძესთან ერთად იქნება. იაგელონია მეორე ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერს. 

ილია ნანობაშვილი