სიახლეები

შინდაგორიძის 3 ქულიანი გოლი

გაუზიარე

5 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი”(სათადარიგო)

ცხინვალი – ვიტჯორჯია 1:0

1:0 შინდაგორიძე (81)

ცხინვალი: ნადირაძე, იმედაშვილი, შინდაგორიძე, მახარობლიძე, კაჭკაჭიშვილი, მარკოზაშვილი (ქარდავა 46), ვარლამკილასონია,
ცერცვაძე, ცაცკრიალაშვილი (ლექვთაძე 70), ნიკაკაჭარავა (მაისაშვილი 90), ნ. ჯიშკარიანი

სათადარიგოები: კერესელიძე, ბაჩიაშვილი, თ. თარხნიშვილი, ბურძენაძე

მწვრთნელი: კახაკაჭარავა

ვიტჯორჯია: შეროზია, კალანდია, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია, გახარია (ხვისტანი 83), დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ნ. მაისურაძე, 60), ე. ლობჯანიძე, საბაძე (დემეტრაშვილი 81), თათხაშვილი

სათადარიგოები: ისერგიშვილი, ღიბრაძე, წენგუაშვილი, კუხალაშვილი

მწვრთნელი: ზურაბერიძე

მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი


ცხინვალი და ვიტ ჯორჯია ერთმანეთს ბოლოს 19 თებერვალს, თასის მეოთხედფინალურ მატჩში შეხვდნენ და მაშინ ვეტერინარებმა 5:4მოიგეს. გუშინ კი,კახა კაჭარავასა და ზურაბ ბერიძის ფეხბურთელებს, გოლებს ვინ ჩივის, ბურთის ხეირიანად დამუშავება და შეტევის წამოწყება უჭირდათ. მიზეზს, ალბათ, მიხვდებოდით - ქარი ისე უბერავდა...
ცხინვალის შემადგენლობაში არ უთამაშია თორნიკე თარხნიშვილს, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა - ის თადარიგში იყო. ცხინვალს ასევე აკლდნენ ტრავმირებულები, გიორგი ივანიშვილი, სოსლან ნანიევი და ბაჩო არაბული. აღსანიშნავია, რომ მატჩს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და მისი ასისტენტი სოსო ჭედია დაესწრნენ.
პირველი სახიფათო მომენტი  ცხინვალელთა ფორვარდმა კაჭარავამ შექმნა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ვიტ ჯორჯიას მეკარემ,ჯონი შეროზიამ გატანა არ დაანება. რამდენიმე წუთში მახარობლიძემ კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი, შემოტრიალდა და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამკარს მცირედით ააცილა. ამ მომენტების შემდეგ გატანა ვიტჯორჯიელებსაც შეეძლოთ, მაგრამ ლობჯანიძემ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში ცხინვალელებმა აქტიურად შეუტიეს. შეცვლაზე შესული ქარდავას პასით კაჭარავას კარში დარტყმის კარგი შანსი მიეცა, თუმცა გეთიაშვილმა არ დაარტყმევინა. კარგი შანსი ჰქონდა შინდაგორიძეს, მაგრამ  ბურთი დიდი მანძილით ააცილა კარს. რამდენიმე წუთში კი შინდაგორიძემ მაინც გაიტანა. ლექვთაძემ საჯარიმოში ბურთი მკერდით შეიგდო და დაარტყა, შეროზიამ მოიგერია, დამატებაზე კი შინდაგორიძემ იმარჯვა და აღმოჩნდა, რომ  საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 
ცხინვალი და ვიტ ჯორჯია ერთმანეთს 9 მარტს „მცხეთა პარკზე“ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს დაეჭვი არაა, გვარიანადაც იბრძოლებენ -თასის საპასუხო მატჩში ცხინვალელებს ორი ბურთით ან, სულ მცირე, 5:4 მოგება სჭირდებათ, სხვა შემთხვევაში ნახევარფინალში ვიტ ჯორჯიაგავა. 

კახა კაჭარავა : მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მძიმე მატჩი იყო, რადგან ვიტ ჯორჯია ბოლო ადგილზეა და ყველა ტურში გამარჯვებისთვის იბრძვის. ამიტომაც იყო, რომ დღევანდელ შეხვედრაში აქცენტი შედეგზე გავაკეთეთ..