სიახლეები

თარგამაძე და ბატეს ვარიანტი

გაუზიარე

დავით თარგამაძეზე გუშინაც ვწერდით, სიახლე კი ისაა, რომ ქართველი გარემარბი ბელარუსულ ბატეს სურს. ბორისოვოს ბატემ, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს შეეჩვია, ამ ზამთარს რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა და სრულფასოვანი შევსება ჯერ არ მიუღია. 

ბელარუსში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეღა დარჩა და მანამდე თუ მოესწრება თარგამაძის გადაყვანა, თორემ მერე ეს შეუძლებელი იქნება. საქმე ისაა, რომ დავითი არ არის თავისუფალი აგენტი, იგი დონეცკის შახტარის საკუთრება გახლავთ. თარგამაძე უკრაინული უჟგოროდის ჰოვერლასაც სურდა, თუმცა მოლაპარაკება წარუმატებელი გამოდგა.   

და კიდევ, ქართველი გარემარბი ბელარუსის სხვა გუნდებსაც სურთ, მათ შორის, სოლიგორსკის შახტიორს. ბელარუსის ჩემპიონატი 10 აპრილს დაიწყება.  

ილია ნანობაშვილი