სიახლეები

მე-17 ტურის ანონსი

აკადემია
გაუზიარე

უქმეებზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მე-17 ტურის, მატჩები გაიმართება. რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ტური ნამდვილად საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. ტურის ცენტალურ დაპირისპირებად გორში გასამართი „დილასა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა მიიჩნევა, მაგრამ ამ შეხვედრის გარდა შაბათ-კვირას რამდენიმე ძალიან საინტერესო თამაში გაიამრთება. რაც შეეხება, გორულ-ქუთაისურ დაპირსპირებას, ამ გუნდების მონაწილეობით პირველ წრეში გამართული შეხვედრა, ფრედ 0-0 დასრულდა. მოგეხსენებათ, რომ ქართლელები ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევიან და მათთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგივეს თქმა ქუთათურებზეც შეგვიძლია, არასახარბიელოდ ჩატარებული პირველი წრის შემდეგ მათთვისაც თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. აღნიშვნის ღირსია ბოლნისის „სიონისა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირსპირებაც. ბოლო წლებში ბოლნისელები დინამოელთათვის ერთგვარ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდნენ, რაც რა თქმა უნდა დაძაბული თამაშის წინაპირობაა. დინამოელთა სამწუხაროდ, მათ ორი საკვანძო ფეხბურთელი დააკლდებათ, დისკვალიფიკაციის გამო ლაშა თოთაძე და ოთარ კაკაბაძე ვერ ითამაშებენ. რაც შეეხებათ ბოლნისელებს, ისინი ტრავმის გამო გიორგი მიქაბერიძეს მოისაკლისებენ, სხვა დანარჩენი კი, სრულ მზადყოფნაში არიან და „დინამოსთან“ გასამართი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ „ზესტაფონი“ შესუსტებული შემადგენლობით განაგრძობს ასპარეზობას, პირველ მარტს ზესტაფონში გასამართი იმერული დერბი მაინც დიდ ინტერესს იწვევს. მარგველები „ჩიხურას“ დაუხვდებიან და 2015 წლის პირველ საშინაო შეხვედრაში ქომაგების გახარებას შეეცდებიან. თავის მხრივ სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე ქულების დაკარგვა არც საჩხერლებს აძლევთ ხელს, აქედან გამომდინარე უშეღავათო ბრძოლისა მოლოდინში ვართ. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მარტვილს უმაღლესი ლიგა უბრუნდება, ქალაქში ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და მე-17 ტურში „მერანი“ – „ცხინვალი“, სწორედ ამ სტადიონზე გაიმართება. სტადიონის გახსნასთან ერთად მარტვილელთათვის თამაში სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, მეტოქესთან მათ მხოლოდ სამი ქულა აშორებთ. თავისმხრივ არც ცხინვალელები აპირებენ სამეგრელოში ქულების დასაკარგად ჩასვლას და ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრაც საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. ტურის დარჩენილ შეხვედრებსაც საკმაოდ დიდი ინტრიგა ახლავს თან და იმედი გვაქვს, რომ თითოეული მათგანი მოლოდინს გაამართლებს. 


„შუქურა“ ქობულეთი - „გურია“ ლანჩხუთი 

28 თებერვალი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 14:00 

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.ვარამიშვილი, დ.გაბისონია, ვ.ბასილაია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: კობა შალამბერიძე, გიგა ჭეიშვილი (ორივე "გურია")


„კოლხეთი“ ფოთი - „დინამო“ ბათუმი 

28 თებერვალი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ლ.თოდრია, ს.სპიცინი, დ.ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ანზორ სუხიაშვილი ("დინამო") 


„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „სამტრედია“ სამტრედია

1 მარტი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 15:00

მსაჯები: შ.ქუხილავა, ზ.ფიფია, ზ.ასკაროღლი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო) 

დისკვალიფიკაცია: ლუკა თათხაშვილი („ვიტ-ჯორჯია“)


„სიონი“ ბოლნისი - „დინამო“ თბილისი

1 მარტი, თბილისი, "მიხეილ მესხი", პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით, 15:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ზ.მენთეშაშვილი, მ.კუპატაძე, ბ.ნინუა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლაშა თოთაძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე "დინამო")


„დილა“ გორი - „ტორპედო“ ქუთაისი

1 მარტი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 15:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ბერულავა, დ.ხარიტონაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ა.ნონიკაშვილი (2 დამ.ასისნტენტი), გ.ელიკაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიორგი თექთურმანიძე ("დილა")


„მეტალურგი“ რუსთავი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 

1 მარტი, რუსთავი, "ფოლადი", 15:00

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, ა.კოკაია, დ.კურტანიძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია, გოდერძი მაჩაიძე (ორივე "ზუგდიდი")


„მერანი“ მარტვილი - „ცხინვალი“ ცხინვალი

1 მარტი, მარტვილი, ცენტრალური სტადიონი, 15:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, ზვ.ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი")


„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „ჩიხურა“ საჩხერე 

1 მარტი, ზესტაფონი, "დავით აბაშიძე", 15:00

მსაჯები: დ.სანოძე, ი.კაკაბაძე, ზ.ჭაავა, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლაშა მჭედლიშვილი ("ზესტაფონი")


სფფ-ს პრესსამსახური