სიახლეები

ასე, თვალსა და ხელს შუა... რა ყოჩაღი მეტალურგი რა უეცრად დაადნეს

გაუზიარე

ხვალ საქართველოში საფეხბურთო სეზონი სათასო შეხვედრებით განახლდება. რუსთავის მეტალურგი ფოლადზე საჩხერის ჩიხურას დაუხვდება, მაგრამ რუსთაველთა ბანაკში მთლად სახარბიელო განწყობა ვერ სუფევს. მეტალურგი ერთადერთი გუნდია, რომელსაც კვლავ სერიოზული ფინსური პრობლემები აქვს. გუშინ გუნდის მთავარ მწვრთნელ ვარლამ კილასონიას დაუკავშირდით, რომლის მდგომარეობა შესაშური ნამდვილად არ არის: 
`სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი, რა ვქნა, ჩიხურასთან, ალბათ, ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელებით ვითამაშებთ. ჩემს ფეხბურთელებს კონტრაქტებზე ვერც ველაპარაკები. ახლახან ვასაძე წავიდა ზესტაფონში, შეიძლება, ბედიაშვილიც ამ გუნდში გადავიდეს. კილასონია ცხინვალს შეუერთდა, მოკლედ, ფეხბურთელებს ვეღარ ვაკავებთ და მათი მოტივაციაც აბსოლუტურად მესმის. სხვა კლუბები კონკრეტულ, მზა კონტრაქტებს სთავაზობენ,ჩვენ კი დღემდე გაურკვევლობაში ვართ და რაიმე საიმედო, ალტერნატიულ წინადადებას ვერ ვთავაზობთ. არის მხოლოდ ლაპარაკი,არანაირი რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა, რაც ჩვენს მდგომარეობას ნათელს მოჰფენდა.~
ჩვენი ინფორმაციით,ვარლამ კილასონიას პირველი წრის შემდეგ არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მან ქალაქსა და გუნდსუერთგულა და კვლავ მეტალურგშია, თუმცა,თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, წასვლას აღარ გამორიცხავს: 
`ისეთ სიტუაციაში ვართ, თუ დროულად რაიმე არ გაირკვა, სადამდე გავძლებთ, აღარ ვიცი. ნამდვილად არ მინდა რუსთავისა და მეტალურგის დატოვება, მაგრამ ლოდინსაც აქვსსაზღვარი. იმედია, არ მომიწევს რადიკალური გადაწყვეტილების მიღება.~
არადა, ესოდენ შეჭირვებული გუნდი პირველი წრის შემდეგ, შეგახსენებთ, 23 ქულით მე-6 ადგლზეა და სამეულს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. იმის მაგივრად, რომ მეტალურგი სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურებაზე ფიქრობდეს, რეალურად გავარდნის ერთ-ერთი  კანდიდატი უფროა: 
`ჩვენი პირველ წრეშიც არავისსჯეროდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდზე დგომით იმდენი შევძელით, რომ ლიდერთა შორის ვართ. თუმცა გუნდი, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია, ფაქტობრივად, უკვე დაშლილია და ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ადგილის შენარჩუნებაა. ამ სიტუაციაში ეს თუ შევძელით, ნამდვილად გმირობა იქნება.~
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ მეტალურგის დარი ტრადიციების მქონე გუნდის ასეთ დღეში ყოფნა გულსაკლავი ამბავია და იმედია, ყველა, ვისაც ეს ეხება, მოახერხებს სიტუაციის გამოსწორებას.

პაატა ძნელაძე