სიახლეები

კასრაძე ლიდერთან დამარცხდა

გაუზიარე

აზერბაიჯანული პრემიერლიგის მე-19 ტურში "აზალმა" ერთპიროვნულ ლიდერ "ყარაბახს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა მცველმა ლაშა კასრაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
40-ქულიანი "ყარაბახი" კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილ "ინტერს", რომელიც მეორე პოზიციაზეა, კვლავ შვიდი ქულით უსწრებს. კასრაძის გუნდი კი, 23 ქულით მეხუთე ადგილზეა.
"ინტერის" მსგავსად, ევროსაგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს ზაქათალის "სიმურგს", რომელსაც სათავეში გიორგი ჩიხრაძე უდგას. "სიმურგი" სადღეისოდ 28 ქულით მეოთხე საფეხურზეა, თანაც, სამეულის ბინადრებზე (ყარაბახი, ინტერი, ნეფთჩი) ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ლევან ჯანეზაშვილი