სიახლეები

სტატისტიკა, სტატისტიკა: "დინამო" დაგვიჩაგრეს...

გაუზიარე

ერთ-ერთ ჰოლანდიურ გამოცემაში გუშინ საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებლები გამოქვენდა, რომელშიც, მიმდინარე სეზონის მიხედვით 10 ევროპული კლუბის შედეგიანობაა მოყვანილი. ეს ინფორმაცია, ჩვენთვის საინტერესო იმით არის, რომ ამ ათიდან, ერთი ქართული კლუბია - ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო". nusport.nl-ის მიხედვით, თბილისის "დინამოს", ევროპის ჩემპიონატების ლიდერებს შორის, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს დაგროვებული ქულებისა და შედეგიანობის მხრივ. შესაბამისად, თბილისური კლუბი სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ადგილზეა.
გრაფიკაში ნაჩვენებია 5 საუკეთესო და 5 ყველაზე ცუდი შედეგის მქონე კლუბი.

საუკეთესო კლუბებს შორის, პირველ ადგილს იკავებს მალტის ჩემპიონატის ლიდერი "ჰიბერნიანი", რომელსაც ჩემპიონატში ჩატარებულ 22 თამაშში 19 მოგება და 3 ფრე აქვს.
საუკეთესო ხუთეულის სიას, ჰოლანდიის ერედივიზიონის ლიდერი "პსვ" აგრძელებს, რომელსაც ხორვატიის ჩემპიონატის ლიდერი ზაგრების "დინამო", უნგრეთის პირველადგილოსანი "ვიდეოტონი" და გიბრალტარის ჩემპიონატის ლიდერი, "ლინკოლნი" მოჰყვებიან.

რაც შეეხება ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე კლუბებს : 
ამათში, ყველაზე კარგი შედეგი ბელგიის ჩემპიონატის ლიდერ "ბრიუგეს" აქვს, ყველაზე ცუდი კი, როგორც უკვე ვთქვით, თბილისის "დინამოს". "ბრიუგეს" მოჰყვება ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერი "ზალცბურგი", პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერი ვარშავის "ლეგია" და ყაზახეთის ჩემპიონატის პირველადგილოსანი "აქტობე".
"ბრიუგეს" კოეფიციენტი 2,04-ია, თბილისის "დინამოსი" კი - 1,93.

სტატისტიკაში, საერთოდ ვერ მოხვდნენ ევროპული გრანდები. მაგალითისთვის, მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" საშუალო მაჩვენებელია 2,45. ტურინის "იუვენტუსის" - 2,41. "იუვენტუსის" შემდეგ მოდის ლონდონის "ჩელსი" - 2,33.

აი, რას წერს ჰოლანდიური საიტი დინამო "თბილისზე":
ყველაზე სუსტი მაჩვენებელი
„ევროპული ჩემპიონატების ლიდერებიდან, თბილისის "დინამოს" უსუსტესი მაჩვენებელი აქვს. ერთ-ერთ უძველეს კლუბს, შოთა არველაძის სამშობლოში, უმაღლესი ლიგის 15 მატჩში 29 ქულა აქვს. ეს წარმოადგენს ყველაზე სუსტ მაჩვენებელს, რომელის საშუალო კოეფიციენტია 1,93 ქულა. ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ მსგავსი სტატისტიკური მაჩვენებელი, ავტომატურად არ ასახავს კლუბის რეალურ ძალას. იგივე მალტური "ჰიბერნიანი", რომელიც, ამ ცხრილში ლიდერობს, "დინამოზე" რომ არაფერი ვთქვათ, "რეალზე", "ბაიერნზე", "იუვენტუსზე" და "ჩელსიზე" ძლიერი გუნდი რომ არაა, ყველასათვის ცხადია."

ოთარ მუმლაძე