სიახლეები

ლიპარტიას გააქვს და აქებენ

გაუზიარე

უკრაინის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე მყოფმა ლუგანსკის "ზარიამ" თურქეთში მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. უკრაინელებმა ყაზახეთის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი "ასტანა" 3:1დაამარცხეს. ეს თამაში ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ლუგანსკურ კლუბში ჯაბა ლიპარტია თამაშობს. 
ლიპარტია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ჯერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი, საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
მატჩის დასრულების შემდეგ "ზარიას" თავკაცმა იური ვერნიდუბმა ქართველი ლეგიონერი შეაქო: "პირველ ტაიმში არაფერი გამოგვდიოდა. შესვენების შემდეგ კი, მოედანზე სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებდით. კარგად ჩაერთო თამაშში ლიპარტია, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა იერიშებში და შეხვედრაში გარდატეხის შეტანაც შეძლო."

პაატა ძნელაძე