სიახლეები

ევროპული გამოცდილება ქართველთა სამსახურში

გაუზიარე

გუშინ "მიხეილ მესხის" სტადიონის საკონფერენციო დარბაზში უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველი კოლეგებისთვის საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს. თბილისში უეფას, ფიფ-პროსა და ევროპული კლუბების გაერთიანების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჩვენი უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ქართულ კლუბებს შეხვედრაზე უმეტესად იურისტები წარმოადგენდნენ. ფედერაციის მხრიდან კი, ამ შეკრებას საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ბოკერია, ლიცენზირების კომიტეტის თავმჯდომარე ბაქარ ჟორდანია, სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმშერ ტყებუჩავა, გენერალური სამდივნოს უფროსი რევაზ შენგელია, გენერალური მდივნის ასისტენტი თამარ ჭიჭინაძე და სფფ-ის იურისტი კესო ჩხიკვაძე დაესწრნენ. დარბაზში იმყოფებოდა სპორტის სამინისტროს წარმომადგენელიც.
უცხოელმა სტუმრებმა სხვადასხვა იურიდიულ ნიუანსზე ისაუბრეს, რომელთა დიდი ნაწილიც საკლუბო ლიცენზირებასა და ფეხბურთელთა კონტრაქტებს ეხებოდა.

ლევან ჯანეზაშვილი