სიახლეები

მინსკის დინამოს ფოფხაძე სურს

გაუზიარე

მინსკის "დინამოს" გიორგი ფოფხაძის დამატება სურს. ეს ინფორმაცია სანდო წყაროდან შევიტყვეთ. გადავამოწმეთ და გიორგის თურქულ ბელეკში უთამაშია მინსკელთა ტესტ-მატჩში სამხრეთკორეულ კლუბ "ფხონანთან", რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა. ფოფხაძე პირველ ტაიმში ირჯებოდა.   
28 წლის ქართველი მარცხენა მცველი ბოლოს ბოლნისის "სიონში" თამაშობდა. დეკემბრის მიწურულს კი, თავისუფალი აგენტი გახდა. იყო საუბარი ფოფხაძის ბერძნულ "ქსანთიში" ან "ატრმომიტოსში" გადასვლაზე, თუმცა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.  
ფოფხაძე, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი ჩაუტარებია, შარშანდელ სეზონში პოლონურ "იაგელონიაში" გამოდიოდა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. 
რაც შეეხება მინსკის "დინამოს", გუნდმა გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ ბელარუსული ფეხბურთის ფლაგმან ბორისოვოს "ბატეს" ჩამორჩა. დინამოს ჩეხი დუშან უჰრინი წვრთნის – სპეციალისტი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში თბილისის "დინამოს" თავკაცობდა. 
ფოფხაძის საკითხი დღე-დღეზე გადაწყდება.

ილია ნანობაშვილი