სიახლეები

მერებაშვილის გოლი საუკეთესოა

გაუზიარე

საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურის გოლთაგან საუკეთესოდ ოფის ქართველი შემტევის გიორგი მერებაშვილის გოლი აღიარეს. შეგახსენებთ,იმ ტურში ოფი ერგოტელისთან 2:3 დამარცხდა. ჩვენებურმა თავი მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გამოიჩინა _ მან რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
მერებაშვილი გოლი საუკეთესოდ გამოკითხულთა 57,64 პროცენტმა დაასახელა. მიმდინარე სეზონში გიორგის აქტივში 14 შეხვედრაში გატანილი 3 გოლია. 
`რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც შენი გოლი გილშემატკივრებს მოეწონებათ და საუკეთესოდ დაასახელებენ, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ის თამაში მაინც წავაგეთ და ჩემმა გოლმა მარცისგან ვერ გვიხსნა," _ ასეთი იყო გიორგი მერებაშვილის კომენტარი.