სიახლეები

დინამოს საკადრო ქრონიკა

გაუზიარე

დინამო თბილისის მმართველობაში ცვლილებაა _ კლუბის აღმასრულებელ დირექტორად ნიკოლოზ ჯღარკავა დაინიშნა, ხოლო აქამდე სპორტულ დირექტორ ლევან ზუხბაიას ახალი სტატუსი ექნება – ტექნიკური დირექტორი. ნიკა ჯღარკავა დინამო-არენას დირექტორი გახლავთ და ახლა პარალელურად საკლუბო საქმეების შესრულებაც დაევალა. სიტყვამ მოიტანა და, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან და ქალაქის მერ დავით ნარმანიასთან ერთად, უეფას სუპერთასის მემორანდუმზე ხელი სწორედ ნიკა ჯღარკავამ მოაწერა.
დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიაფიამ ახალი საკადრო გადაწყვეტილება კლუბის თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, გუშინ მიიღო. `ჩვენი თამაშიც~ დინამოს ახალ დირექტორს გუშინვე დაუკავშირდა:
აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს აქამდეც ვასრულებდი, თუმცა ეს ყველაფერი უკვე ოფიციალურად გაფორმდა. 
ანუ რისი კეთება გევალებათ კლუბში?
კლუბის მართვა. მართვაში მონაწილეობას აქამდეც ვიღებდი, ხოლო იმას, რასაც დღემდე ფაქტობრივად ვაკეთებდი, ახლა იურიდიული სტატუსი მიეცა. მხოლოდ საბუთების დონეზე  გაჩნდა ახალი ჩანაწერი _ აღმასრულებელი დირექტორი, თორემ ჩემი საქმე არ შეცვლილა.
ლევან ზუხბაია რას გააკეთებს?
ლევან ზუხბაიაც იმავე ფუნქციებს შესრულებს, რასაც აქამდე ასრულებდა _ ის წმინდა სპორტულ და სხვა საკითხებს მიხედავს. დღეიდან მისი სტატუსიც შეიცვლა _ ის უკვე დინამოს ტექნიკური დირექტორია. ხელმძღვანელობის აზრით, კლუბის მმართველობის სტრუქტურა ასე უფრო მოქნილი იქნება.

ლუკა თალაკვაძე