გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა სიმურგმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო _ გაბალას 2:0 სძლია. ამ გამარჯვებით სიმურგმა ნეფთჩის გაუსწრო და მესამე პოზიციაზე გადავიდა. ჩიხრაძის გუნდი ერთი ქულით უსწრებს ნეფთჩის, თუმცა ბაქოელებს ორი მატჩი გამოტოვებული აქვთ.
`მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ევროპის ლიგაზე გასვლა თუ გვსურს, ასეთ გუნდებს უნდა ვძლიოთ~ - თქვა ჩიხრაძემ.
იყო პერიოდი, როცა სიმურგს საქმე არეული ჰქონდა, მაგრამ წლეულს გუნდმა სამი მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში და ჯერ გოლიც არ გაუშვია. ჩიხრაძე ყოველ სეზონში ამტკიცებს, რომ კარგი მწვრთნელია.
ილია ნანობაშვილი