სიახლეები

დინამომ თურქეთი ნულებით დატოვა

გაუზიარე

დინამო თბილისმა თურქული შეკრება მარიუპოლის ილიჩივეცთან ამხანაგური მატჩით დაასრულა და დღეს უკვე შინ იქნება. თბილისელების უპირატესობის მიუხედავად, შეხვედრა უგოლოდ დამთავრდა. ესპანელ ახალწვეულ მანუელს, ლაშა თოთაძესა და ვახტანგ ჭანტურიშვილს შესვენებამდე, შემდეგ კი, გუგასა და იგივე ჭანტურიშვილს საგოლე შანსები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. წინა, კორონასთან მატჩისგან განსხვავებით, დინამოს თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა ამჯერად სულ ხუთი მოთამაშე შეცვალა, დანარჩენ ფეხბურთელებს კი დასვენების საშუალება მისცა. 
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (გველესიანი 86), რენე, ჭანტურია, თოთაძე (ტაბატაძე 46), ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (გუგა 74), ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), მანუელი (უგულავა 60). 
დინამოელები თბილისში დღეს ჩამოვლენ, ოთხშაბათიდან კი მზადებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებენ. 
სეზონს დინამო 18 თებერვალს განაახლებს გორში, დილასთან თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩით. 

ლუკა თალაკვაძე