ლევან ყენიამ ჩეხურ სლავიაში საკონტროლო მატჩი გამოტოვა. თურქულ შეკრებაზე პრაღელებმა სერბულ რადთან 1:2 წააგეს. უთამაშებლობის მიზეზი უმნიშვნელო ტრავმაა. ბოლოსწინა ტესტ-მატჩის მიწურულს მას ეუხეშნენ და ლევანს დასვენება დასჭირდა.
"ფეხზე დამახტა მეტოქე და თითი გასიებული მაქვს, ოდნავ მტკივა. წესით, ორ-სამ დღეში ისევ ვივარჯიშებ. სერიოზული არაფერი უნდა იყოს" – გვითხრა ყენიამ, რომელიც ამ თურქული შეკრების ერთ-ერთ ამხანაგურში გუნდის კაპიტანი იყო.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე