სიახლეები

მარცხი აზერბაიჯანელებთან

გაუზიარე

ზუგდიდმა თურქეთში, შეკრებაზე,მორიგი ამხანაგური გამართა და აზერბაიჯანულ ყარადაგთან 0:2 წააგო. პირველ ტაიმში ზუგდიდელებსარაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, გატანა მართებდათ ლომიას, წურწუმიას და მეგრელიშვილს, მაგრამ ხან ჩვენებურებს დააკლდათ სიზუსტე, ხანაც აზერბაიჯანელთა მეკარეს ვერ აჯობეს. მეორე ნახევარში ყარადაგელებმა ზუგდიდელთა დაცვის შეცდომებით ისარგებლეს და ორი უპასუხო ბურთიც გაიტანეს.
შეგახსენებთ,ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ზუგდიდი ბოლო ადგილზეა, მაგრამ გუნდს რამდენიმე მოთამაშე დაემატა და საფიქრებელია,რომ ბესიკ შეროზიას გუნდს უძლიერესთა შორის დარჩენის რესურსი გაუჩნდა.
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, აკობია, ღონღაძე, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, გუგუჩია, ლომია, ქობალია. 
შეცვლაზე შევიდნენ: ეხვაია, კობერიძე.

პაატა ძნელაძე