სიახლეები

შუქურაში სანაია მივიდა

გაუზიარე

უმაღლეს ლიგაში ამ სეზონში აღზევებულმა ქობულეთის შუქურამ, უკვე მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. ქობულეთელებმა სეზონი ზუგდიდის ყოფილი და ახლანდელი მწვრთნელის, ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით დაიწყეს; მალე ის ქობულეთელმა ამირან გოგიტიძემ ჩაანაცვლა, თუმცა, პირველი წრის დასრულებამდე რამდენიმე მატჩით ადრე, ისიც უკრაინელმა კონსტანტინ ფროლოვმა შეცვალა. 
შუქურამ ჩემპიონატის პირველი წრე, სწორედ ფროლოვის ხელში ჩაამთავრა და მეორესთვის სამზადისიც მისივე ხელმძღვანელობით დაიწყო, მაგრამ... ანთალიაში, სადაც სადღეისოდ იმყოფება მოსამზადებლად შუქურა, ფროლოვი არ არის. უკრაინელის ადგილი გელა სანაიამ დაიკავა, ვინც, თავის მხრივ, სეზონი სამტრედიას მწვრთნელად დაიწყო, პირველი წრის ბოლოსკენ კი, სკამი ზაზა ზამთარაძეს დაუთმო. 
ქობულეთელებთან დაკავშირება ჯერ ვერ მოვახერხეთ და, შესაბამისად, ზუსტად ვერც მწვრთნელის ცვლილების შესახებ გეტყვით სხვას ვერაფერს. შუქურა ანთალიურ სამზადისს რამდენიმე დღეში დაამთავრებს და სხვა ამბები მერე იყოს...

ლუკა თალაკვაძე