ყაზანის რუბინმა საკონტროლო მატჩში 4:2 მოუგო ჩეხეთის ჩემპიონ სპარტას. რუბინის სასტარტოში იყვნენ სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე. სოლომონმა შეუცვლელად ითამაშა, მამუკა კი 70-ე წუთზე გაიყვანეს. პირველ ტაიმში კვირკველიამ საგოლე პასი მიითვალა: გრძელი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა თანაგუნდელი, რომელმაც კლასიანი გადაცემა დაუფასა და გაიტანა.
ლვოვის კარპატი საკონტროლო შეხვედრაში 2:2-ზე გაეყარა სერბულ ოფკ-ს. კარპატელმა ბუბა დაუშვილმა სასტარტოში დაიწყო თამაში, მაგრამ 28-ე წუთზე შეცვალეს – ფეხის ტკივილის გამო.
ილია ნანობაშვილი