სიახლეები

ბათუმს თურქეთში ვოივოდინა დარჩა

გაუზიარე

ანთალიურ შეკრებაზე ბათუმმა მორიგი საკონტროლო მატჩი რუმინულ ოცელულთან გამართა და 1:1 ითამაშა. ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბმა, რომელშიც შოთა ჭეიშვილი, ასლან ბალაძე, ლევან ხომერიკი და იური მამინაშვილი შედიან, რუმინელებთან ეს ფეხბურთელები ათამაშა: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მაკარიანი, შონია, ფარტენაძე (ბერიაშვილი 46), თევდორაძე (მგელაძე 83) ჩირიკაშვილი, ჭკუასელი (სუხიაშვილი 65), აბუსელიძე (ვარშანიძე 90).
შეხვედრის დასაწყისშივე ანგარიში რუმინელმა პოპამ გახსნა ჩინებული შორეული დარტყმით, მატჩის ბოლოს კი ბათუმელთა ნახევარმცველმა გიორგი ბერიაშვილმა ასევე ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა. 

ოცელულთან ბათუმელებმა თურქული შეკრების მეოთხე მატჩი ჩაატარეს. მანამდე აჭარელები პავლოდარის ირტიშთან 0:1 დამარცხდნენ, მგელაძისა და ტეტუნაშვილის გოლებით 2:@2 ითამაშეს რუსეთის პრემიერლიგის ამკართან, ხოლო ჩირიკაშვილისა და აბუსელიძის გოლებით უნგრული სპარტაკუსი 2:1 დაამარცხეს. 

ბათუმელები შინ 12 თებერვალს დაბრუნდებიან, იქამდე კი, ხვალ, ერთ ამხანაგურსაც ჩაატარებენ _ მათი მეტოქე სერბული ვოივოდინა იქნება. 

ლუკა თალაკვაძე