გიორგი ჭანტურიას თაობაზე ბევრი საუბარი იყო, იტალიური ვერონა იაპონურ ტოკიოში გაანათხოვრებსო, თუმცა გადაწყდა – 21 წლის შემტევი სეზონს რუმინულ კლუჟში დაასრულებს. ამის შესახებ გიორგიმ თავად გვითხრა.
`ზაფხულამდე კლუჟში ვიქნები. ჩემპიონატის პირველი მატჩი გამიცდება, რადგან ოთხი ყვითელი ბარათი დამიგროვდა. რაც შეეხება 24 ქულის ჩამოკლებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო განიხილავს ამ საკითხს და ქულებს დაგვიბრუნებენ.~
კლუჟი `ნატურალური ქულებით~ მეორე ადგილზეა, მაგრამ, თუ საბოლოოდ ჩამოაკლეს 24 ქულა, მაშინ ბოლო, მეთვრამეტე ადგილზე გადაინაცვლებს.
ტოკიოს ვარიანტზე კი ჭანტურიამ ეს თქვა:
`ტოკიოს კონტრაქტი სახლში მიდევს, უბრალოდ, არ წავედი. ჩემთვის ჯერ ადრეა იაპონიაში წასვლა. სჯობს, ევროპაში ვითამაშო.
ილია ნანობაშვილი