სიახლეები

მუჯირი მოლდოველებთან სამტრედიას აქებს

გაუზიარე

დავით მუჯირის საუკეთესო წლები საქართველოს ნაკრებში დიდ კონკურენციას დაემთხვა. ამის მიუხედავად, მან ეროვნული ნაკრების მაისურა 26-ჯერ მოირგო. საკლუბო კარიერაში კი მისი ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი ტირასპოლის შერიფს უკავშირდება. მუჯირი ოთხჯერ გახდა ამ გუნდში მოლდოვის ჩემპიონი, 2001 წელს კი ამპლუით ნახევარმცველმა საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა. ბუნებრივია,მის მიმართ მოლდოველები ახლაც იჩენენ ინტერესს და სამტრედიასთან ერთად თურქულ შეკრებაზე მყოფ ძველ შერიფელს მოლდოველი ჟურნალისტები გაესაუბრნენ. `ყოველთვის მიხარია მოლდოვური ფეხბურთის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შერიფში ჩემი მეგობარი ვაჟა თარხნიშვილი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ახალ თანამდებობაზეც კარგი შედეგი ექნება. შერიფის გულშემატკივრებს ვუსურვებ, რომ მათი საყვარელი გუნდი ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყოს.~
მუჯირს მისი უძლიერესი დარტყმებიც გაახსენებინეს:`ნამდვილად არ ვიცი, ეშინოდათ თუ არა მეტოქემცველებს ჩემი დარტყმის, მაგრამგუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებდი და მინდოდა, ყოველ დარტყმაში ძალის მაქსიმუმი ჩამედო. არ დავმალავ, ყველაზე მეტად საჯარიმოს გარედან დარტყმით გატანილი გოლები მახარებდა.~
დავით მუჯირი ამჟამად სამტრედიას სპორტული დირექტორია და მოლდოველებთან თავის ამჟამინდელ საქმიანობაზეც ისაუბრა:`ყოველთვის მინდოდა, ქართული ფეხბურთის სამსახურში ვყოფილიყავი, ამიტომდავბრუნდისაქართველოში და კარიერაც იქ დავასრულე. ახლა კი სამტრედიას სამსახურში ვარ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდი არა მხოლოდ ქართული მასშტაბით გახდეს კონკურენტუნარიანი. ჩვენი ბოლოდროინდელი საქმიანობა მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ სამტრედია მალე აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.

პაატა ძნელაძემ