20 თებერვალს, მორიგ საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები. გოჩა ტყებუჩავა გუნდს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრებს. 24 და 26 თებერვალს კი, 17-წლამდელები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრებთან, რომელიც თბილისში 23 თებერვალს ჩამოვა. სანაკრებო სიას, გოჩა ტყებუჩავა მომდევნო კვირაში დაასახელებს.
ორივე მატჩი „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.
ელიტრაუნდისთვის დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს კი, 17-წლამდე ნაკრები გერმანიაში გაივლის. ნაკრები დიუსელდორფში 3 მარტს გაემგზავრება. ჰოლანდიაში კი, სადაც ჩვენი ჯგუფის ელიტრაუნდი უნდა გაიმართოს, გუნდი 11 მარტს ჩავა. ელიტრაუნდის მასპინძელი ქალაქი უდენია.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელთა ელიტრაუნდი 12 მარტს დაიწყება და ჩვენი მეტოქეები ჰოლანდიის, ბელგიისა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.
სფფ-ის პრესსამსახური