სიახლეები

შაბათის ლეგიონი - მერებაშვილის მშვენიერი გოლი

გაუზიარე

საბერძნეთის ჩემპიონატის მეოცე ტურში, ოფიმ გასვლაზე 2:3 წააგო ერგოტელისთან და ბოლოსწინა ადგილზე დარჩა. დიდი შანსია, ოფი გავარდეს, რადგან ბოლოდან მესამეზე მყოფ კლუბს 7 ქულით ჩამორჩება. თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ ქართველები მაისში დატოვებენ გუნდს.

ოფი-ში გიორგი ლორიამაც და გიორგი მერებაშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. მერებაშვილმა მშვენიერი გოლიც მიითვალა: მეორე ტაიმის შუაწელს, მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, მოკლე მონაკვეთზე ორი მცველი მოატყუა და ცაციით შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა მეკარეს. ეს მატჩის ბოლო გოლი გამოდგა, არადა, ოფი განუწყვეტლივ უტევდა და მინიმუმ ქულას იმსახურებდა. მერებაშვილმა (ყვითელი ბარათიც მიიღო) ოფი- პირველ გოლშიც შეიტანა წვლილი.

კვიპროსზე ოთელოსი სტუმრად 2:2-ზე გაეყარა ლარნაკას აეკ- და ბოლოდან მესამე პოზიციაზეა. ოთელოსში როინ კვასხვაძემ, ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმაც კარგი მატჩი ჩაატარეს. 70- წუთზე ხმალაძემ პენალტი გაიტანა, რითაც ანგარიში გათანაბრდა (2:2) და მეტი გოლი აღარც გასულა. სტუმართაგან ყველაზე აქტიური იყო გრიგალაშვილი, რომელმაც ერთ გოლში დაიდო წვლილი, ხოლო პირველ ტაიმში მშვენიერი დრიბლინგი განახორციელა, სამ მეტოქეს გასცდა, მეოთხემ ფეხი გამოსდო და მსაჯმა, რატომღაც უეჭველი პენალტი არ დანიშნა.

აქვე ვთქვათ, რომ ხმალაძისთვის ეს მესამე გოლი იყო სეზონში.

ჰოლანდიაში არნემის ვიტესმა ზედიზედ მესამედ მოიგო. ამჯერად გასვლაზე 1:0 ბრედასთან. ორივე ქართველმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ამ გამარჯვებამ ვიტესი მერვე ადგილზე გადაიყვანა. გოლი ტრაორემ გაიტანა, ვინც მცველის შეცდომით ისარგებლა, ამ შეცდომამდე კი ყაზაიშვილმა იბრძოლა და ამიტომ, გოლი მისი დამსახურებაცაა.

საფრანგეთში ბასტიამ 2:0 აჯობა მეცს, თუმცა კორსიკელთა განაცხადში ლუკა კიკაბიძე ამჯერადაც არ ყოფილა. 19 წლის ფლანგელი ნახევარმცველი დუბლებში ირჯება.

ილიანანობაშვილი