სიახლეები

კორეელები ძლიერები აღმოჩნდნენ

გაუზიარე

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის ტორპედომ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გიორგი დარასელიას შეგირდები, ყაზახურ ირტიშთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, კორეის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, ჯეჯუ იუნაიტედს დაუპირისპირდნენ და 0:4 წააგეს.

დარასელიამ ამჯერად რამდენიმე ფეხბურთელს მისცა დასვენების საშუალება. სინჯებზე მყოფმა ფრანგმა ნახევარმცველმა ბლანსტელ კოუსსალოუკამ კი, ტორპედოს რიგებში პირველად ითამაშა. ბექა ტუღუშის გაძევების გამო, ქუთაისელებმა შეხვედრა უმცირესობაში დაასრულეს. კორეელების წინააღმდეგ გიორგი დარასელიამ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

ტყეშელაშვილი, იოსელიანი, მახვილაძე, მირცხულავა, ადამაშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, კოუსსალოუკა, კვასხვაძე, ხურციძე, ზივზივაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ბანძელაძე, კვერნაძე, ქებაძე, ტუღუში, კირკიტაძე, საბანაძე, კვარაცხელია.

ტორპედო მორიგ შეხვედრას ხვალ, 5 თებერვალს ტაშკენტის პახტაკორთან გამართავს.

პაატა ძნელაძე