თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირეთში ცხინვალმა გუშინ მეორე ამხანაგური მატჩი ჩინური სუპერ ლიგის კლუბ გუანჯოურენჰეს წინააღმდეგ გამართა და 1:2 დამარცხდა. კაჭარავას ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, გოლი ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ცხინვალელებმა ორი გოლი გაუშვეს.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, კაჭარავამ ორივე ტაიმში შერეული შემადგენლობა ათამაშა. შემდეგი სპარინგი ცხინვალს 5 თებერვალს მაკედონიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, რაბოტნიჩკისთან აქვს.
ცხინვალი (პირველიტაიმში): ნანიევი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ჯიშკარიანი, ბაჩიაშვილი, იმედაშვილი, ქარდავა, ცაცკრიალაშვილი, შინდაგორიძე, მარკოზაშვილი, არაბული.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ნადირაძე, მახარობლიძე, მუმლაძე, ლექვთაძე, ახვლედიანი, ჯიშკარიანი, რუხაძე, ცერცვაძე.
ოთარ მუმლაძე