სიახლეები

ზუგდიდმა იურმალას კონცერტი მოუწყო

გაუზიარე

თურქულ შეკრებაზე მყოფი ზუგდიდი პირველ ტესტ-მატჩში ლატვიური იურმალას სპარტაკს შეხვდა და შანსი არ დაუტოვა - ბესიკ შეროზიას გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა.
ანგარიში ლუკა გუგუჩიამ გახსნა ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით. მეორე გოლი ზუგდიდელთა კაპიტნის, შოთა ლომიას ანგარიშზეა. საბოლოო ანგარიში კი, გოდერძი მაჩაიძემ დააფიქსირა, რომელმაც ინდივიდუალური ოსტატობით მიაღწია მიზანს. 
ზუგდიდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, აკობია, ღონღაძე, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, გუგუჩია, წურწუმია, ლომია, ქობალია.
შეცვლაზე შევიდნენ: რიგვავა, კობერიძე, ეხვაია, ენდელაძე, ფარჯიკია, კუკავა, სამუშია, ნარმანია.  

პაატა ძნელაძე