სიახლეები

კვირის ლეგიონი ვიტესი: აიაქსი რომ არსებობდეს...

გაუზიარე

რა დღეში აგდებს არნემის ვიტესი ამსტერდამის აიაქსს... თასის მერვედფინალში ხომ 4:0 მოუგო, გუშინ კი ჩემპიონატის მატჩში 1:0 სძლია. ვიტესი მერაბ ჟორდანის პრეზიდენტობის დროსაც თითქმის მუდმივად ამწარებდა და უგებდა ჰოლანდიის უტიტულოვანეს კლუბს.

გუშინ გადამწყვეტი გოლი 85- წუთზე უროს ჯურჯევიჩმა გაიტანა, თანაც, ლამაზი გოლი. ჯურჯევიჩი სულ ორი წუთის შესული იყო მინდორზე. ჩვენ ქართველების ამბები უფრო გვაინტერესებს: გურამ კაშია განაცხადში არ იყო, რადგან ოთხი დღის წინ სათასო მატჩში გააძევეს. წითელი ბარათი კი თასიდან გადადის ერედივიზიონშიც.

რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, სასტარტოში იყო და გოლამდე ორი წუთით ადრე შეცვალეს. ყაზაიშვილი საკმაოდ აქტიური იყო, არაერთი კარგი დრიბლინგი განახორციელა და პასებშიც მინიმალური წუნი ჰქონდა. საერთოდაც, ვიტესმა თამაშით პირწმინდად დაჩაგრა აიაქსი... ასე რომ თამაშობდნენ სხვა გუნდებთანაც, რაღა უჭირდათ. არნემელები მეათე ადგილზე არიან.  

კვიპროსზე უჩა ლობჟანიძის ომონიამ 4:2 აჯობა დოქსას და მეოთხე ადგილზეა. ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა.

ანორთოსისმა კი გასვლაზე 2:0 სძლია ოთელოსს, რომლის შემადგენლობაშიც სრულად ითამაშეს როინ კვასხვაძემ, ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა. ოთელოსი ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდია, კვასხვაძე კარგ სეზონს ატარებს და გოლებსაც ცოტას უშვებს. ანორთოსისში მხოლოდ გიორგი აბურჯანიამ ითამაშა (71- წუთამდე), ხოლო ირაკლი მაისურაძე განაცხადში არ ყოფილა: დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

ანორთოსისი მეხუთ ადგილზეა, ხოლო ოთელოსიმეათეზე. კვიპროსის ლიგა 12-გუნდიანია.

აზერბაიჯანში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა სიმურგმა ლენქორანის ხაზარს 2:0 მოუგო და მეოთხე ადგილზეა.

ილიანანობაშვილი