სიახლეები

1:1 - დილა იაგელონიასთან ფრეს დასჯერდა

გაუზიარე

გორის დილამ თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და პოლონეთის იაგელონიასთან 1:1- დასჯერდა. სწორედ რომ დასჯერდა, რადგან თამაშის მიხედვით, გორელები ბევრად ახლოს იყვნენ მოგებასთან, გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. ეს იაგელონიას საიტის ვიდეოკოლაჟიდანაც გამოჩნდა.

განსაკუთრებით პირველი ტაიმის მე-20 წუთიდან შესვენებამდე ჰქონდათ უპირატესობა გორელებს. პოლონელთა მეკარემ ირაკლი მოდებაძესა და გუგა ფალავანდიშვილს რთული ბურთები აუღო, მოდებაძეს ერთხელ მიზანმაც უმტყუნა. ერთი შანსი გიორგი თექთურმანიძესაც ჰქონდა.

უჩა სოსიაშვილის გუნდი 32- წუთზე დაწინაურდა. პოლონელთა მეკარე ბარანის პასი გიორგი ერისთავმა ჩაჭრა და 12-13 მეტრიდან ზუსტად დაარტყა – 1:0. ტაიმის ბოლო წუთზე კი იაგელონიამ გაათანაბრა, კერძოდ, კაროლ სვიდერსკიმ ინდივიდუალური გარღვევა დაამთავრა დარტყმით – 1:1.

მეორე ტაიმშიც შედარებით მეტს გორელები უტევდნენ. 63- წუთზე კი ინციდენტი მოხდა. პოლონელი ტიმინსკი ლაშა ჯაფარიძეს პირით ხაზთან ეუხეშა. წაქცეულმა ჯაფარიძემ ფეხი მოიქნია, ტიმინსკის არ მოხვედრია, თუმცა ქართველი მცველისკენ გაიწია. ლაშა გააფრთხილეს, ხოლო ტიმინსკი გააძევეს, მაგრამ მოლაპარაკების შედეგად, იაგელონია 11 კაცით არ დარჩენილა: გაძევებული სხვა ფეხბურთელმა შეცვალა.

დილა მორიფ ტესტ-მატჩს 3 თებერვალს გამართავს გერმანიის რეგიონალლიგის ერთ-ერთ გუნდთან.

დილას შემადგენლობა: მიგინეიშვილი, ხურცილავა, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, თექთურმანიძე, კვეკვესკირი, ერისთავი, მოდებაძე. შეცვლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, ხიდეშელი, სეთურიძე, გვალია, მელქაძე, ახალკაცი, გორელიშვილი.

გოლები: 0:1 ერისთავი (32), 1:1 სვიდერსკი (45)

იაგელონიაში არ უთამაშია ნიკა ძალამიძეს. ნიკას მიზეზი ვკითხეთ:

"ტრავმა არ მაქვს. უბრალოდ, მწვრთნელმა დამასვენა. ვარჯიში სხვა სტადიონზე გვქონდა, ამიტომაც თამაშს ვერ ვუყურე. თუმცა თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ დილა კარგი გუნდია".

ილიანანობაშვილი   

ფოტოზეგორელთაგანპოლონელებსერისთავმაგაუტანა