სიახლეები

I წრის შეჯამება. კოლხეთი - მკაფიოდ დასახული მიზანი

გაუზიარე

თავიდანვე ნათელი იყოერთადერთი მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც ამ სეზონში კოლხეთი იბრძოლებდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა. ჩემპიონატი ფოთელებმა ორი მარცხით დაიწყეს, მაგრამ ნელ-ნელა მოფერიანდნენ და პირველმა გამარჯვებამაც არ დააყოვნამეოთხე ტურში ზაზა ინაშვილის გუნდმა საჩხერის ჩიხურას სძლია.

პირველ წრეში ზაზა ინაშვილის გუნდმა სულ ოთხი გამარჯვება მოიპოვა, აქედან ორიბოლო ორ ტურში. სწორედ მძლავრად ჩატარებული ფინიშისა და ამ ექვსი ქულის წყალობით ზღვისპირელები სახიფათო ზონას დასცილდნენ და ზამთრის პაუზას მე-12 ადგილზე მყოფნი შეხვდნენ.

ზღვისპირეთი ვახსენეთ და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ სეზონის პირველ ნახევარში კოლხეთს ფოთში საერთოდ არ უთამაშიამეტოქეებს, უმეტესად, ლანჩხუთში მასპინძლობდა. ფოთელებისთვის ეს ქალაქი ნამდვილად არ არის უცხო, მაგრამ ცხადია, მშობლიურ სტადიონზე თამაშისას ნებისმიერი გუნდის წარმატების შანსი იზრდება.

მეორე წრიდან კოლხეთი მშობლიურ `ფაზისზე~ ითამაშებს, რაც, დიდია იმის ალბათობა, რომ გუნდის შედეგიანობაზე დადებითად აისახოს.

პირველ წრეში კოლხეთმა ერთადერთი მატჩი წააგო დიდი ანგარიშით და ისიც პირველივე ტურში. პირობით საშინაო შეხვედრაში ფოთელები ქუთაისის ტორპედოსთან 0:3 განადგურდნენ, რის შემდეგაც მათ თამაშში უკვე მეტი სტაბილურობა შეინიშნებოდა, კოლხეთი აღარავისთვის იყო იოლად დასაჯაბნი მოწინააღმდეგე.

რიგ შემთხვევებში, ინაშვილის გუნდი არც გასვლით შეხვედრებში გამოიყურებოდა ურიგოდ. კოლხეთმა ჩინებულად ითამაშა თბილისში, როცა ცხინვალის სპარტაკს სძლია, ფრეს მიაღწია ზესტაფონში, მართალია, დამარცხდა, მაგრამ არც `დინამო არენაზე~ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. სამი საშინაო გამარჯვების მსგავსად, ფოთელთა აქტივშია სამტრედიასთან მიღწეული 0:0-იც.

სათასო ბატალიებისგან კოლხეთი უკვე თავისუფალია და შეუძლია, მთლიანად კონცენტრირდეს უმთავრესი ამოცანის განხორციელებაზე. ისე კი, თასის მერვედფინალში ზღვისპირელები ორმატჩიან დაპირისპირებაში გორის დილასთან ისე დამარცხდნენ, ერთხელაც არ წაუგიათგორში მიღწეული 0:0-ის შემდეგ, საპასუხო მატჩში 1:1 დაფიქსირდა.

კოლხეთს არ ჰყავს თუნდაც ადგილობრივი მასშტაბის ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი და ბიუჯეტი ქართული საზომითაც კი მოკრძალებული აქვს, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული გუნდია და ხშირად სწორედ ამ ერთსულოვნებითა და შემართებით აღწევს საწადელს.

ამ სეზონში განსაკუთრებით ძნელია იმის პროგნოზირება, რა სურათს მივიღებთ მაისში. კონკურენტების მსგავსად, კოლხეთს უმაღლესში დასარჩენად უშეღავათო ბრძოლები ელის და სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, ამ რბოლაში სულაც არ მოსჩანს აუტსაიდერად.

 

საუკეთესო ფეხბურთელი

უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს არ ატარებს, მაგრამ საკუთარი გუნდისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა არასდროს ყოფილა. საუბარია დათა სიჭინავაზე, რომელიც მიმდინარე უმაღლესი ლიგის პირველ წრეში კოლხეთის გამოკვეთილი ლიდერი იყო, `ჩვენმა თამაშმა~ კი პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

25 წლის სიჭინავამ, რომელმაც ნახევარ სეზონში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. განსაკუთრებით მძლავრად კოლხეთის შემტევმა ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის ფინიში ჩაატარა, როცა თავისი გოლით ფოთელებს ჯერ ვიტ ჯორჯიას ძლევაში დაეხმარა, მერე კი სპარტაკთან მატჩში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მორიგი სამი ქუა მოუტანა.

სიჭინავა უკვე აღარ არის კოლხეთის ფეხბურთელი. იგი კარიერას ბოლნისის სიონში გააგრძელებს.

 

ლევან ჯანეზაშვილი

 

 

კოლხეთი პირველ წრეში

I ტური ტორპედო 0:3

II ტური ბათუმი 0:1     

III ტური      ზუგდიდი 1:1 (ამბროლაძე)

IV ტური      ჩიხურა   1:0 (. ჯიქია)     

V ტური გურია 2:3 (ამბროლაძე, ჟიშკარიანი)

VI ტური      დინამო 1:2 (გუგუჩია)

VII ტური     სიონი 1:0 (. სიჭინავა)

VIII ტური     ზესტაფონი 1:1 (. სიჭინავა)

IX ტური      შუქურა 2:2 (. სიჭინავა, . სიჭინავა)

X ტური მეტალურგი 0:1

XI ტური      სამტრედია 0:0

XII ტური     დილა 0:1

XIII ტური     მერანი 0:1

XIV ტური    ვიტ ჯორჯია 2:1 (. ჯიქია, . სიჭინავა)

XV ტური     სპარტაკი 2:1 (. სიჭინავა-2)

 

 

1. დინამო     15    9     2     4     26-13  29

2. დილა       15    8     4     3     22-13  28

3. სამტრედია  15    7     4     4     17-11  25

4. ცხინვალი   15    7     3     5     15-21  24

5. ბათუმი     15    7     3     5     17-14  24

6. მეტალურგი 15    6     5     4     19-15  23

7. ჩიხურა     15    6     4     5     17-17  22

8. მერანი      15    5     5     5     11-10  20

9. ზესტაფონი 15    4     7     4     29-22 19

10. გურია      15    4     7     4     16-23  19

11. შუქურა     15    4     6     5     14-17  18

12. კოლხეთი  15    4     5     6     13-17  17

13. ტორპედო  15    3     7     5     17-18  16

14. სიონი      15    3     5     7     12-19  14

15. ვიტჯორჯია      15    3     3     9     14-20  12

16. ზუგდიდი  15    2     6     7     8-17   12   

 

 

ფეხბურთელთა მონაგარი

 

მატჩი/ძირითადში/გოლი/გაფრთხილება/გაძევება

 

მეკარეები

კონსტანტინე სეფიაშვილი  11     11     -13    1     -    

ლაშა ძაგანია              4     4     -5     -     -    

მცველები

გიორგი კილასონია        14    14    -     2     -

გიორგი ჩადუნელი        13    13    -     1     -

ზურაბ თევზაძე           10    9     -     2     -

თეიმურაზ ფარულავა      8     8     -     -     -

ლევან კაკულია            6     3     -     1     -

თედო კაკულია            4     3     -     -     -

აპოლონ სარსანია          2     -     -     -     -

პაატა ცხვიტარია          1     1     -     -     -

ნახევარმცველები

დათა სიჭინავა            15    13    6     1     -

გიორგი ლემონჯავა        14    14    -     3     -

ალექსანდრე ქორჩილავა    13    4     -     -     -

ომარ გოგონაია      12    12    -     4     1

ლუკა გუგუჩია            11     10    1     6     2    

თამაზ ჟიშკარიანი         10    6     1     2     1    

ამირან გუგუშვილი        6     1     -     -     -    

იბრაჰიმ ადამუ                  1     1     -     -     -

თავდამსხმელები

ნიკოლოზ სიჭინავა        13    1     5     -     -

გიგა ამბროლაძე           11     8     2     -     -

შოთა ჯიქია               9     8     2     2     -

ჩარლზ ნევუჩე            9     7     -     1     -

კონსტანტინე ბარამიძე     8     6     -     -     -

თეიმურაზ შარაშენიძე     3     3     -     -     -

ლევან გულუა             2     -     -     -     -

 

მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი