უკრაინულმა დნიპრომ საკონტროლო მატჩში 5:2 მოუგო კორეულ სამსუნგ სუვონს. ჯაბა კანკავამ სასტარტოში დაიწყო თამაში და პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს, როცა ანგარიში 3:1 იყო. ჯაბას ესპანეთში დავუკავშირდით, სადაც დნიპრო გადის შეკრებას:
"შეცვლის მიზეზი ტრავმაა. საზარდული ამტკივდა. უკვე ათი დღეა, მაწუხებს და ვნახოთ, ექიმს გავესინჯები. წესით, საშიში არაფერი უნდა იყოს, მაგრამ მაინც მისახედია" – გვითხრა კანკავამ.
ილიანანობაშვილი