სიახლეები

ოფი-მ მოიგო, მერებაშვილი დაშავდა; მუზაშვილი: ახალი ქართველი საბერძნეთის სუპერლიგაში

გაუზიარე

საბერძნეთის თასზე ოფი- 1:0 სძლია პანთრათიკოსს და შემდეგ ეტაპზე, მეოთხედფინალში გავიდა. გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მერებაშვილიც, თუმცა 35- წუთზე შეცვალეს. მიზეზი ტრავმაა.

გიორგის მკლავის კუნთი ასტკივდა, ექიმები დღეს იტყვიან, თუ რა დრო გაუცდება ქართველ ნახევარმცველს. შესაძლოა, ტრავმა სულაც უმნიშვნელო იყოს და მერებაშვილმა უახლოეს უქმეებზევე, საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩში ითამაშოს.

ერთი საინტერესო სიახლეც, რომელიც ოფი-პანთრათიკოსის მატჩს უკავშირდება. ჩვენთვის მოულოდნელად, ამ შეხვედრაში მესამე ქართველმაც ითამაშა... ოღონდ არა ოფის, არამედ პანთრათიკოსის რიგებში. ეს ფეხბურთელი 18 წლის მცველი ნუგზარ მუზაშვილია. ოფი-სთან მან 90 წუთი გაატარა მინდორზე.

მუზაშვილი კიდევ ერთ ბერძენ ახალგაზრდასთან ერთად, პანთრათიკოსის ახალგაზრდული გუნდიდან დააწინაურეს ძირითადებში. როგორც კლუბის საიტს უწერია, მუზაშვილი 8 წლის ასაკიდან პანთრათიკოსის აკადემიაში ირიცხებოდა. საბერძნეთის სუპერლიგაში თამაში სახუმარო საქმე არაა და ეს ცნობა, შესაძლოა საინტერესო იყოს ჩვენი ასაკობრივი ნაკრები გუნდების მწვრთნელებისთვისაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ყურადსაღები ინფორმაციაა.

პანთრათიკოსი საბერძნეთის სუპერლიგაში მეთორმეტე ადგილზეა, გუნდს ესპანელი მწვრთნელი ხოსე როკა თავკაცობს

1. მერებაშვილი 35- წუთზე შეცვალეს

2. 18 წლის მცველი ნუგზარ მუზაშვილი (მარცხნივ) პანთრათიკოსში ათამაშეს

ილიანანობაშვილი

"ჩვენი თამაში"