საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებსა და სტადიონებს უეფას არაერთი მოთხოვნისა და სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევთ.
მეტი სიცხადისთვის, განვმარტავთ ყველა დეტალს, თუ რას ითვალისწინებს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის რეგულაციები.
უეფას კომისია პირველ შემოწმებაზე საქართველოში 2015 წლის შემოდგომაზე ჩამოვა, ანუ ჩემპიონატამდე 20 თვით ადრე. მეორე ვიზიტი იქნება 8 თვით ადრე; ხოლო მესამე - საფინალო წილისყრის დროს.
● საჭირო ინფრასტრუქტურა - სასტუმროები
სასტუმროების შერჩევა ხდება უეფას პირველივე ვიზიტზე (20 თვით ადრე)
ორი სასტუმრო - 132 ოთახით (გუნდები, უეფა, ოფიციალური პირები) - ოთხი გუნდი თითო სასტუმროში.
ერთი სასტუმრო - 30 ოთახით (მსაჯები)
(ოთახების ზუსტი რაოდენობა - რამდენი ორადგილიანი და რამდენი ერთადგილიანი ოთახია საჭირო, მოცემულია რეგულაციებში)
● მგზავრობის მანძილი
სავარჯიშო მოედნები სასტუმროდან დაშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 15-30 წუთის სავალ გზაზე.
მანძილი სასტუმროდან სათამაშო სტადიონამდე უნდა იყოს არაუმეტეს 1 საათის სავალ გზაზე.
● სტადიონები
სათამაშო - 4 ძირითადი და 1 სარეზერვო სტადიონი - უეფას მე-2 ან მე-3 კატეგორიის.
ჩემპიონატის მონაწილე რვა გუნდს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სავარჯიშო მოედანი.
უსაფრთხოების ზომებისა და ქალაქის გაფორმების ზუსტი მოთხოვნები გვეცოდინება უეფას პირველი ვიზიტის შემდეგ.
სფფ-ის პრესსამსახური