სიახლეები

2017: ევროპის სახლი საქართველო იქნება

გაუზიარე

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 19-wლამდელთა შორის საქართველოში გაიმართება! ქართული ფეხბურთისთვის ეს დიდი ამბავი გუშინ ნიონში გამრთულ უეფას აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდნტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მისაღებად სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და აგერ, შედეგიც _ 2017 ლს საქართველო ევროპის საუკეთესო 19-წლამდელთა 7 გუნდს უმასპინძლებსმერვე კი, მიხვდებოდითმასპინძელი საქართველო იქნება.

ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მესამე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობის უფლება მოიპოვა _ იყო ფუტსალში უეფას ჩემპიონთა თასის ოთხთა ფინალი, წლეულს  გაიმართება ევროპის 2015 წლის სუპერ თასი, ორი წლის შემდეგ კი, იქნება ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი. მადა ჭამაში მოდისო და, ქართველი ქომაგი ფეხბურთის ფედერაციისგან მსგავს სურპრიზებს უკვე ისე მიეჩვია, არც არის გამორიცხული, მალე კიდევ რაიმე საინტერესო პროექტზე შეიტყოს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 19-წლამდელთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონტს თბილისი, გორი, რუსთავი და მცხეთა მიიღებენ... დანარჩენს კი, ფეხბურის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას და გენერალურ მდივან რევაზ არველაძისა ექსპრეს-ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც წუხელ მაშინ დაიწყო, რა წამსაც უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ევროპის 2017 წლის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლად საქართველო დაასახელა...

"ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ ჩვენი შრომა დაფასდა და უეფას აღმასკომმა ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. მიხარია, რომ უეფას აღმასკომმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაძლებლობები კიდევ ერთხელ ირწმუნა და ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობის უფლება მოგვცა. უეფა უკვე დარწმუნებულია, რომ ჩვენ მაღალ დონეზე შეგვიძლია მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიებების მასპინძლობა. ეს ყველაფერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია" _ გვითხრა ემოციებით დამუხტულმა ზვიად სიჭივანამ, _ სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტში, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატთვის ანუ სულ ორიოდე წელიწადში საქართველოს ოთხ ქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა უეფას სტანდრტების შესაბამისად მოეწყობა და მცხეთას, გორს, რუსთავსა და თბილისს ახალი სტადიონები შეემატება. იმედია, ყველას კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს პატარა საქართველოსთვის, ქართული ფეხბურთისთვის თანამედროვე, უეფას სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე ახალი საფეხბურთო კერა. უეფას სტანდარტი გულისხმობს მოედნის იდეალურ საფარს, მინიმუმ 3 ათასიან ახალ ტრიბუნას, ტაბლოს, განათებას, პრეს-ცენტრს, დამხმარე სათავსოებს, პარკინგს... ჩემპიონატის დასრულებისთანავე ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთის სამსახურში ჩადგება. ამიტომ, უეფას ამ გადაწყვეტილებით, მართლაც ბედნიერი ვარ...

თბილისშიც აშენდება ახალი სტადიონი?

19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს თბილისში მიხეილ მესხი და კიდევ ერთი სტადიონი მიიღებს, ეს იქნება მიხეილ მესხის სათადარიგო არენა, რომელიც ახალი აშენებულია, მაგრამ მალე კიდევ უფრო კეთილმოეწყობა. დიახ, თბილისში, ისევე, როგორც გორში, რუსთავსა და მცხეთაში უეფას სტანდარტების შესატყვისი ახალი სტადიონი გვექნება.

19-წლამდელთა ჩემპიონატს დინამო არენაარ უმასპინძლებს?

არა, ფინალი მიხეილ მესხზე ჩატარდება, რომელსაც მანამდე საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, რაც, დამეთანხმებით, ასევე დიდი საქმეა. ასეთი რანგის ტურნირებისთვის მასპინძელი ქვეყანა მზადებას ორი წლით ადრე იწყებს და გამონაკლისი არც საქართველო იქნება. მალე უეფას სპეცილური კომისია გვესტუმრება და 2017 წლისთვის მოსამზადებელ პერიოდს ერთად დავგეგმავთ. მოკლედ, სტადიონების მშენებლობა წლეულსვე დაიწყება და ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი საქმე სხვა რა უნდა იყოს, ვიდრე ახალი, სუპერთანამედროვე სტადიონების მშენებლობა?! ქართველ ჭაბუკებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რამდენჯერმე უთამაშიათ და ვიმედოვნებ, 2017 წლამდე კიდევ ითამაშებენ. შესარჩევი ეტაპის გარეშე ითამაშებს ჩვენი გუნდი 2017 წელს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა სიკეთის მოტანაც შეუძლია ჩვენი ფეხბურთისთვის თანამედროვე სტადიონებს. უეფა ევროპის ჩემპიონატს იმ სტადიონზე არ ჩაატარებს, რომელიც მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ტურნირისთვის საჭირო ახალ სტადიონების მშენებლობას ვინ ითავებს?

ჩემპიონატისთვის საჭირო სტადიონებს სახელმწიფო ააშენებს. ფეხბურთის ფედერაცია კი, ბუნებრივია, სახელმწიფოს აუცილებელი რჩევა-რეკომენდაციებით დაეხმარება.

მასპინძლობის უფლებისთვის დიდი ბრძოლა გადახდათ?

დამეთანხმებით, ასეთი ტურნირების მასპინძლობისთვის იბრძოლო ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც დღესვე შეუძლიათ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობა, დიდი ამბავია. იმაშიც დამეთანხმებით, რომ ასევე დიდი ამბავი, როცა საქართველო დიდ საფეხბურთო გიგანტებთან და მოვლილ-დავარცხნილ ევროპულ ქვეყნებთან კომპანიაში, ასეთ კონკურენციაში იმარჯვებს... ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ემოციების შეკავებაც მიჭირს... მადლობა უეფას ხელმძღვანელობას და აღმასკომში ყველა ჩვენს მხრდამჭერს, ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის. მათი გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ საქართველო დიდი საფეხბურთო ფორუმების სამასპინძლოდ უკვე მზად არის და არ გამორიცხავ, მომავალში სხვა დიდი ტურნირების საქართველოში ჩატარებისთვისაც ვიბრძოლოთ.

ჯანი ინფანტინოს ბრიფინგის დამთავრებისთანავე, რომელიც უეფას საიტზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ზვიადსიჭინავას ბევრი მიმლოცველი ჰყავდა; სატელეფონო ზარები არ წყდებოდა როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან. ამიტომაც ის მეტად აღარ შეგვიწუხებია და კითხვებით გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს მივმართეთ...

"ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩვენს ქვეყანასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმ ქალაქების წარმატებაც არის, სადაც ამ ტურნირის მატჩები ჩატარდება. რამდენიმე წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში მსგავსი მასშტაბის ტურნირის ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი. ჩვენი ჭაბუკებისთვის უკვე აღარ არის საოცნებო ის, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. გასახარია, რომ უეფაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარჯა დაფასდა და ბოლო სამი წლის განავლობაში მესამე მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ. ცხადია, თავისთავად სასიხარულო ფაქტია ისიც, რომ 2017 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, როგორც მასპინძელი, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, მაგრამ კიდევ უფრო გასახარია ის დიდი პერსპექტივა, რაც ქართულ ფეხბურთს ამ ტურნირის მასპინძლობით ელის. სასიამოვნოა, რომ ჩვენ უეფასგან უკვე ასეთ ნდობასა და პატივისცემას ვიმსახურებთ. მაშინ, როცა ზოგი ჩვენს ქვეყანაში კონგრესების და თუ  სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის ჩატარებით იწონებს თავს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის სუპერ თასისა და უკვე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჩასატარებლად ემზადება." 

თბილისი გასაგებია, მაგრამ გორი, რუსთავი და მცხეთა ტურნირის მასპინძლებად რა კრიტერიუმით შეარჩიეთ?

კრიტერიუმი ერთი იყო, უეფას მოთხოვნით, ტურნირის მასპინძელი ქალაქი უახლოესი აეროპორტიდან 80 კილომეტრზე შორს არ უნდა იყოს. სწორედ, ამ ქალაქებში ჩემპიონატის სამასპინძლოდ სათამაშოსთან ერთად, სავარჯიშო მოედნებიც უეფას სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. სუპერ თასისგან განსხვავებით, 19-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველოსთვის სხვა დატვირთვაც აქვს. სუპერ თასს კონკრეტულად თბილისი, ერთი ქალაქი მასპინძლობს, 19-წლამდელთა ჩემპიონატი კი ერთბაშად ოთხ ქალაქზე გადანაწილდება და ამ ქალაქებშიც ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი ახალი კერები და იმპულსები გაჩნდება.  ყველას  გილოცავთ ამ წარმატებას, რადგან ეს არაა მხოლოდ ერთი უწყების გამარჯვება.

კობა ინასარიძე

„ჩვენი თამაში“