სიახლეები

დინამოს ახალი ესპანელი: მანუელ ონვუ

გაუზიარე

თბილისის დინამოში ესპანელი ფეხბურთელი გადმოდის _ 26 წლის ფორვარდი მანუელ ონვუ, რომელიც პამპლონის ოსასუნაში თამაშობდა. ამის შესახებ ესპანური A- იუწყება ფეხბურთელის სიტყვებზე დაყრდნობით.

ოსასუნა ამჟამად სეგუნდა დივიზიონში თამაშობს,ონვუმ კი ამ სეზონში 9 მატჩი ჩაატარა. იგი გუშინწინაც იყო მინდორზე, ბარსელონა B-სთან შეცვლაზე შევიდადა სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ თბილისის დინამოში გააგრძელებს კარიერას.

მანუელ ონვუ, მამით ნიგერიელი და დედით ესპანელი, პამპლონაშია დაბადებული და ესპანეთის მოქალაქეა. სწრაფი და ტექნიკურია, თუმცა თამაში მეტწილად შეცვლებზე უწევდა. ამ სეზონში ერთი გოლი გაიტანა _ ბეტისთან.

ოსასუნა შარშან გავარდა პრიმერა დივიზიონიდან. პრიმერაში ონვუს ერთი გოლი აქვს აქტივში: 2012 წელს ესპანიოლის კარში.

ილიანანობაშვილი

"ჩვენი თამაში"