სიახლეები

დინამო თურქეთში გადავიდა

გაუზიარე

საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი გუშინ მეორე წრისთვის მოსამზადებლად ანთალიაში გაემგზავრა. თბილისელები თურქეთში ორ კვირას დარჩებიან და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ: ხვლ კახა გოგიჩაიშვილი შეგირდებს გრაცის შტურმს გააჯიბრებს, 30 იანვარს დინამო პოლტავის ვორსკლას შეხვდება, 3 თებერვალს - პრაღის სპარტას, 6 თებერვალს თბილისელები სლოვენიურ დომჟალესთან ითამაშებენ, ხოლო 9-ში - მარიუპოლის ილიჩევეცთან.

საქართველოსჩემპიონითურქეთში 24 ფეხბურთელითგაემგზავრა: ლიბორჰრდლიჩკა, ნიკადაუშვილი, გიორგიკულუა, ვაჟატაბატაძე, ოთარკაკაბაძე, ნიკაჭანტურია, გიორგიგველესიანი, ლაშათოთაძე, ლაშაშერგელაშვილი, მათეცინცაძე, ლაშაპარუნაშვილი, ჯაბაჯიღაური, საბალობჟანიძე, გიორგიჯანელიძე, გიორგიპაპუნაშვილი, ბექამიქელთაძე, ვახტანგჭანტურიშვილი, გიორგიჩირგაძე, ჯაბაუგულავა, ოთარკიტეიშვილი, სტეფანბუკორაცი, გუგა, ზურაბჯაფიაშვილი.

თურქეთში დინამოსთან ერთად გაემგზავრა ზესტაფონის ყოფილი მცველი რენე ფერეირა, ვინც პირველი წრის შემდეგ ცოტა ხნით სამშობლოში, ბრაზილიაში წავიდა, საქართველოში დაბრუნებულმა კი დინამოს მაისურა მოირგო. წინა სეზონში რენე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახლდათ. მის მიმართ დინამოს ინტერესზე ადრევე ლაპარაკობდნენ, თუმცა აქამდე ტრანსფერი არ შედგა. რენეს ზესტაფონთან კონტრაქტი დეკემბერში დაუმთავრდა და ახალ კლუბს უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. დინამომ თურქეთში კიდევ რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც წაიყვანა, თუმცა გუნდში მათი დარჩენის საკითხი ჯერ გარკვეული არ არის. გუნდთან ერთად ანთალიაში წასული პოტენციური ახალწვეულების გარდა, დინამოს თურქულ შეკრებაზე კიდევ რამდენიმე უცხოელი დაემატება.

კობა ინასარიძე 

"ჩვენი თამაში"