სიახლეები

დვალიშვილი ჰამბურგთან

გაუზიარე

დანიურმა ოდენსემ წლეულს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქედაც სახელიანი კლუბი ჰყავდა: გერმანული ჰამბურგი, რომელსაც ახლა ცუდი დროება უდგას და ბოლო წლებში ბუნდესლიგაში დარჩენისთვის უწევს ბრძოლა. შეხვედრა ჰამბურგის სტადიონზე გაიმართა და 1:1 დასრულდა. ოდენსეს სასტარტოში იყო ლადო დვალიშვილიდა 53- წუთზე შეცვალეს.

დვალიშვილს გატანის შანსი ჰქონდა პირველი ტაიმის შუა წუთებში, მაგრამ მეკარემ ივარგა და მისი დარტყმული ბურთიმოიგერია.

ოდენსე დანიის თორმეტგუნდიან ჩემპიონატში მეათე ადგილზეა, თუმცა მეექვსეზე მყოფ ოლბორგს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

ილიანანობაშვილი  

"ჩვენი თამაში"