სიახლეები

პაპავამ ნეა სალამისთან გააფორმა

გაუზიარე

21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპავა კვიპროსულ ნეა სალამისში ოფიციალურად გადავიდა. ნეა სალამისი კვიპროსის თორმეტგუნდიან ჩემპიონატში მეცხრე ადგილზეა და ამ კლუბში ერთი თვის წინ შოთა გრიგალაშვილი გადავიდა.

პაპავა თბილისის დინამოში თამაშობდა, იყო ასაკობრივ ნაკრებებში და გასულ წელს თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდშიც დააწინაურა. შოტლანდიასთან სულაც სასტარტოში ათამაშა.

პაპავა საყრდენი ნახევარმცველია, დინამოში კი ერთი პერიოდი მარჯვენა მცველადაც აყენებდნენ.

ნეა სალამისას უახლოესი მატჩი 31 იანვარს ექნება ნიქოზიის აპოელ-თან და სავარაუდოდ, პაპავას დებიუტიც შედგება.

ილიანანობაშვილი