ლევან ყენიამ პრაღის სლავიაში მეორე გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა წლეულს ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში გამოიჩინა თავი. ამჯერად მან სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერთან იხეირა. სლავიამ ამხანაგურში 2:1 მოიგო და შეხვედრის პირველი გოლი მე-16 წუთზე სწორედ ლევანმა შეაგდო.
ყენიამ შეუცვლელად ითამაშა და სლავიას ონლაინ-რეპორტაჟის მიხედვით, ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. მან ორჯერ მეკარესთან პირისპირ დატოვა თანაგუნდელი.
შეგახსენებთ, ყენიამ წინა ამხანაგურ შეხვედრაში ასევე სლოვაკურ ტრენჩინს გაუტანა.
ილიანანობაშვილი
“ჩვენი თამაში“