სიახლეები

17-წლამდელები საპრიზო ადგილებამდე ლატვიამ არ გაუშვა

გაუზიარე

დღეს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჯგუფის ბოლო შეხვედრა ლატვიის ნაკრებთან ითამაშა და 1:2 დამარცხდა. ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა, სწორედ, ამ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო და გოჩა ტყებუჩავას გუნდს ფრეც ჰყოფნიდა. თუმცა, პირველ ტაიმში  გაშვებულმა ორმა გოლმა ტურნირის ფინალისკენ ლატვია „გაამგზავრა“.

შეხვედრაში ანგარიში ქართველმა ფეხბურთელებმა მე-13 წუთზე გახსნეს. კუთხურიდან შორეულ ძელთან ჩაკიდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილს მიუვიდა და ნაკრების მცველმაც გაიტანა.

ლატვიელებმა ანგარიში 29-ე წუთზე გაათანაბრეს. 39-ე წუთზე კი, მეორე გოლიც გაიტანეს, რაც, საბოლოოდ, მათთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი უტევდა, ბურთი ორჯერ ძელსაც მოხვდა, ანგარიშის გათანაბრება ვერ შევძელით. ტურნირის სისტემიდან გამომდინარე, ახლა საპრიზო ადგილებს ვეღარ შევწვდებით.

საქართველოს ნაკრები ხვალ ბელორუსი vs იაპონიის შეხვედრას დაელოდება და 24 იანვარს ამ წყვილში წაგებულს შეხვდება. 25 იანვარს კი, ამ წყვილს შორის მოგებულთან ითამაშებს 4-6 ადგილებისთვის. ანუ, ტურნირის სისტემა ისე გათვლილი, რომ ყველა მონაწილე გუნდმა თამაშების მაქსიმალური რაოდენობა ითამაშოს.

საქართველო vs ლატვია 1:2 (1:2)

საქართველო: ისიანი, ბერძენაძე (სამურკასოვი 80), ყურშავიშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ყურაშვილი, ნინუა, ბუღრიძე (კვანტალიანი 32), არაბიძე, კოხრეიძე (არველაძე 48), გვასალია (წულეისკირი 65)

მთ.მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა

გოლი: ლოჩოშვილი (13)

 

სფფ-ის პრესსამსახური