სიახლეები

17-წლამდელები მინსკის ტურნირზე - ზედიზედ ორი გამარჯვება

გაუზიარე

როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკში იმყოფება, სადაც ყოველწლიურ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - “Development Cup” - ასპარეზობს. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები არიან ირანის, უკრაინისა და ლატვიის ნაკრები გუნდები.

19 იანვარს, გოჩა ტყებუჩავას გუნდმა პირველი შეხვედრა ირანთან გამართა და ნიკა ყურშავიშვილის ერთადერთი გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს კი, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა უკრაინელ თანატოლებს 2:0 სძლია. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი ნიკა ნინუამ დააწინაურა. მატჩის უკანასკნელ წუთზე კი, გიორგი არაბიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.  

ჩვენმა ნაკრებმა მეორე ტაიმი უკეთესად ითამაშა. საგოლე მომენტები ჰქონდათ კოხრეიძეს, არველაძეს, არაბიძეს. დღევანდელ თამაშში მწვრთნელებმა და ექიმებმა დასვენების საშუალება მისცეს ნიკა ყურშავიშვილს, რომელმაც ირანთან თამაშში ხელი იტკინა.

ხვალ, საქართველოს ნაკრები დაისვენებს და ჯგუფის ბოლო შეხვედრას 22 იანვარს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

უკრაინა vs საქართველო 0:2 (0:1)

საქართველო: ისიანი, ბულუხაძე, ლოჩოშვილი, კობოური (კუხიანიძე 56), ბერძენაძე, ნინუა, ყურაშვილი (სამურკასოვი 62), ბუღრიძე (არველაძე 56), არაბიძე, კოხრეიძე (წულეისკირი 67), გვასალია (კვანტალიანი 69)

მთ.მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა

გოლები: ნინუა (11), არაბიძე (80)

სფფ-ის პრესსამსახური