სიახლეები

მზადება ელიტრაუნდამდე - 17-წლამდე ნაკრები მინსკის ტურნირით დაიწყებს

გაუზიარე

ნაახალწლევს, 2015 წლის პირველი საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა. გოჩა ტყებუჩავამ ფეხბურთელები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრიბა. ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპს 17-წლამდელები მინსკის საერთაშორისო ტურნირით დაიწყებენ და ბელორუსის დედაქალაქში 16 იანვარს, ღამე გაემგზავრებიან. ამ ეტაპზე კი, ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს:

მეკარეები: ლევან ისიანი, ლუკა გუგეშაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ომარ ბულუხაძე, ირაკლი ბუღაძე (ორივე „საბურთალო“), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა, ირაკლი ბუღრიძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ვატო არველაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), გიორგი არაბიძე, დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), გაგა კუხიანიძე, გიორგი კოხრეიძე, ბექა ნიკოლაშვილი (ყველა „საბურთალო“), ნიკა კვანტალიანი („დინამო“, ბათუმი)

თავდამსხმელები: თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), გიორგი წულეისკირი („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი გვასალია („ვიტ ჯორჯია“, თბილისი)

მინსკის ტურნირი ჩვენი ასაკობრივი ნაკრებებისთვის უცხო არ არის და ყოველ წელს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებები მასში ტრადიციულად მონაწილეობენ.

წელს, ტურნირი მეთერთმეტედ გაიმართება და სამ ჯგუფად დაყოფილი გუნდები  ტურნირის ჩემპიონობისა და პრიზიორობისთვის იბრძოლებენ.

A ჯგუფი - ბელორუსი, ჩეხეთი, ჩინეთი, მოლდოვა

B ჯგუფი - რუსეთი, ფინეთი, იაპონია, ლიტვა

C ჯგუფი - უკრაინა, საქართველო, ირანი, ლატვია

ტურნირი 18 იანვარს დაიწყება და 26 იანვრამდე გაგრძელდება. სათამაშო დღეების განრიგი კი, ასეთია:

18 იანვარი

რუსეთი - ლიტვა

ფინეთი - იაპონია

ჩეხეთი - ჩინეთი

19:30 - ტურნირის საზეიმო გახსნა

ბელორუსი - მოლდოვა

19 იანვარი

უკრაინა - ლატვია    

15:10 - საქართველო - ირანი

ბელორუსი - ჩეხეთი

მოლდოვა - ჩინეთი

20 იანვარი

რუსეთი - ფინეთი

ლიტვა - იაპონია

17:20 - უკრაინა - საქართველო

ლატვია - ირანი

21 იანვარი

იაპონია - რუსეთი

ფინეთი - ლიტვა

ჩეხეთი - მოლდოვა

ჩინეთი - ბელორუსი

22 იანვარი

13:00 - საქართველო - ლატვია

ირანი - უკრაინა

23-24 იანვარი

ნახევარფინალები

25 იანვარი

ფინალები

19:45 - დაჯილდოების საზეიმო ცერემონია

ტურნირის მიმდინარეობისა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ასპარეზობის შესახებ ყველა ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის (https://www.facebook.com/GeorgianFFofficial) საშუალებით შეიტყობთ.

 

სფფ-ის პრესსამსახური