სიახლეები

სფფ-მ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა

სფფ
გაუზიარე

რესტორან „ქალაქურში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2014 წლის შემაჯამებელი ღონისძიება დასრულდა და ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელებიც გამოვლინდნენ. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები იღებდნენ. ნომინაციათა სამეულები შემდეგ ნაირად გამოიყურებოდა: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი - სოლომონ კვერკველია („რუბინი“ რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“ ბელგია), ჯაბა კანკავა(„დნიპრო“ უკრაინა), საუკეთესო ლეგიონერი - სოლომონ კვერკველია („რუბინი“ რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“ ბელგია), ჯაბა კანკავა(„დნიპრო“ უკრაინა), ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯაბა დვალი („ზესტაფონი“ ზესტაფონი), ირაკლი მოდებაძე („დილა“ გორი), ჩისკო („დინამო“ თბილისი), საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“ თბილისი), ლუკა ზარანდია („გენკი“ ბელგია), ოთარ კიტეიშვილი („მეტალურგი“ რუსთავი). რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ლეგიონერი სოლომონ კვერკველია გახდა, საუკეთესო ახალგაზრდად გამოკითხულთა უმრავლესობამ, თბილისი „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი დაასახელა, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად კი, ზედიზედ მესამედ ესპანელი ლეგიონერი ჩისკო დასახელდა. 

სფფ-ს პრესსამსახური