სიახლეები

2014 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

სფფ
გაუზიარე

25 დეკემბერს 17:00 საათზე რესტორან "ქალაქურში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2014 წელს შეაჯამებს და ოთხ ნოინაციაში გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ლეგიონერი, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. მათ გამოსავლენად სფფ-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს.

სფფ-ს პრესსამსახური