სიახლეები

სტიუარდების შერჩევა გრძელდება

გაუზიარე

მომავალი წლის დატვირთულ საფეხბურთო სეზონთან და უეფას 2015 წლის სუპერთასის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს სტიუარდების შერჩევა-გადამზადების პროცესს. 

შერჩევა 28 ნოემბერს დაიწყო და  ამ დროისათვის გასაუბრება 50-ზე მეტმა კანდიდატმა გაიარა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება კვლავ გრძელდება. სფფ-ის შესაბამისი კომისია კანდიდატებთან გასაუბრებებს 2015 წლის იანვრის ბოლომდე განაგრძობს. სტიუარდების შერჩევის პირველადი შედეგები  თებერვლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

სფფ-ის პრესსამსახური